ვაშლოვანის ნაკრძალთან ჯეირანი მოკლეს
საზოგადოება - 13:22, 11 Mar, 2015     7638

ვაშლოვანის ნაკრძალთან, ე.წ. სამუხის ტერიტორიაზე ჯეირანი მოკლეს. ჯეირანი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სატელიტურ საყელოს ერთ–ერთ ფერმაში მიაკვლიეს. ფერმა სასაზღვრო ზოლშია, სადაც მესაზღვრეების სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. პოლიციისთვის ცნობილია იმ 7 ადამიანის ვინაობა, რომლებიც ქურციკის მოკვლამდე 12 საათის განმავლობაში სამუხის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ბრაკონიერი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ინფორმაცია ქურციკის მოკვლის შესახებ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ამირან კოდიაშვილმა გაავრცელა.

„ეს ქურციკები მონიშნული არიან სატელიტური ფორმით. აღჭურვილობა ყოველ 12 საათში ერთხელ გადასცემს იმპულსს. ჩვენ ვაკვირდებით ქურციკების გადაადგილებას და ვიცით როგორ მოძრაობენ. მოხდა საეჭვო გადაადგილება კონკრეტული მიმართულებით, სადაც მანამდე არ ყოფილან. მეორე დღეს ვნახე, რომ სატელიტური აღჭურვილობა გაჩერდა ერთ ადგილზე და ქურციკი არ გადაადგილდებოდა, შესაბამისად იმპულსი აღარ მოდიოდა. ეს შეიძლება მოხდეს ორ შემთხვევაში. ან უნდა გაფუჭდეს სატელიტური მოწყობილობა, ან უნდა გაანადგურონ. თუ ქურციკი არ მოკლეს, აპარატს ვერ გაანადგურებენ. მაგალითად, დათვმა რომ შეჭამოს ქურციკი, აპარატი იმდენად მაგარია, რომ დათვი მას ვერ დაამტვრევს. დავრწმუნდით, რომ ქურციკი იყო მკვდარი. დავიწყეთ იმის გარკვევა, რა მოხდა. მივედი ადგილზე, სადაც ნიშნული მქონდა. ეს იყო ფერმის ეზო, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ეს ცხოველი ამ ფერმაში მიიტანა. ეს ფერმა არის ტერიტორიაზე, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს. ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული და კონტროლირებადია“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ამირან კოდიაშვილმა.


ვრცლად იხილეთ: "კახეთის საინფორმაციო ცენტრზე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42