გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:17, 11 Mar, 2015     1409

საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში გამართა.

ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ძირითად მაკოორდინირებელ რგოლს წარმოადგენს. მისი როლი ჩინეთში ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახალი გლობალური პროექტების ამოქმედების მიმართულებით. აღნიშნულ ეტაპზე, ასეთია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინ პინის ინიციატივით დაწყებული პროექტი „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი“, რომლის განხორციელების ძირითად კოორდინატორად ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტია მიჩნეული.

კომიტეტის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მხრიდან მაღალი რანგის შეხვედრა პირველად გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას განიხილა საქართველო–ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელსაც ის პროექტში მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს მოუტანს. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია აღნიშნულ პროექტში მაქსიმალური ჩართულობით.

საქართველოს ვიცე–პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე ისაუბრა, რომლის ტერიტორიაზეც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობაცაა დაგეგმილი. მისი განხორციელების შედეგად, საქართველო შეასრულებს რეგიონული სატრანსპორტო–ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და გახდება მნიშვნელოვანი რგოლი ევროპა–აზიის სატრანსპორტო დერეფანში.

შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო–ჩინეთის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შესახებ, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის“ პროგრამაში საქართველოს მეტი ინტეგრაციის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, სადაც განსაკუთრებით არის შესაძლებელი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ასეთ სექტორებს შორისაა: ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.

საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენელს აბრეშუმის გზის ფორუმის დაფუძნების თაობაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივა გააცნო. დაგეგმილია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი ყოვეწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობას აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42