ერეკლე დეისაძე: „ნაბიჭვრებო, მე კალათბურთელი უნდა გამოვსულიყავი!“
საზოგადოება - 12:30, 11 Mar, 2015     2952

ალბათ ყველას ახსოვს „დროებაში“ გასული სიუჟეტი ქუთაისის საცურაო აუზის შესახებ, სადაც ბავშვებს ცურვას უწყლოდ ასწავლიდნენ. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ვგრძნობ, რომ ეს ჩემი უპირატესობაა – იცურო უწყლოდ ადვილი არ არის. მე კი დღემდე ვახერხებ ამას და ჩემი წარმოსახვის მრავალფეროვნებაც ხსენებული აუზიდან იღებს სათავეს. ალბათ ამის გამოა, ჩემთვის ზღვა საცქერლად უფრო მიმზიდველი რომ არის, ვიდრე საცურაოდ. მე ხომ ცურვაზე და მის ტექნიკაზე სხვებისაგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს.

ცურვაში დაოსტატების შემდეგ, კალათბურთმა მიმიზიდა. ეს სპორტი ჩემი ბავშვობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სიმაღლე ხელს უფრო მიწყობდა, ვიდრე პირიქით. ამიტომ გადავწყვიტე, ბედი კალათბურთშიც მეცადა. ტრენერი უცნაური კაცი იყო. მაღალი, თეთრთმიანი ბიძა, რომელსაც თუ მიუახლოვდებოდი, არყის სუნი გცემდა. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ის არ სვამდა და, რომ, ზოგადად, სმა ცუდი საქციელი იყო. მხოლოდ ვარჯიში და დისციპლინა გვიხსნის ეროვნული გამოთაყვანებისგანო, – ამბობდა.

სამ თვეში კარგი შედეგი მქონდა. სპორტშიც მაქსიმალიზმი მიზიდავდა და სამქულიანებს ოსტატურად ვისვროდი. ჩვენი სპორტდარბაზი ორსართულიანი იყო, გასახდელში მუდმივად ოფლის სუნი იდგა. თუ კარგი ყნოსვა გქონდა, თაობის ენერგიას სუნითაც იგრძნობდი. გუნდელებთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა – ჩვეულებრივი, ქუჩიდან მოსული ბიჭები იყვნენ; ზოგი ლომკას აგდებდა, ზოგსაც ამერიკა და მისი კარიერა ერთად ესიზმრებოდა.

ერთადერთი ვიყავი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ სპორტი მისი გზა არ იყო, უბრალოდ მან უწყლოდ ცურვა ისწავლა და ცდილობდა, კალათბურთიც ცურვის ნაწილად ექცია.

საზაფხულო არდადეგები სპორტისგან დასვენებასაც გულისხმობდა. აგვისტოს ბოლო იდგა. ზღვიდან ახალდაბრუნებულმა ქალაქში სეირნობის დროს გეზი სპორტდარბაზისკენ ავიღე. ჯიბეში სახლიდან მოპარული ხურდებით ნაყიდი კენტი მედო და დრო სიარულში გამყავდა. ორ კვირაში ვარჯიში მეწყებოდა. როცა სპორტდარბაზს მივუახლოვდი, სხვა სურათი დამხვდა. გაურკვეველი კატეგორიის ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მანქანებიც იქვე გაეჩერებინათ, ძირითადად შავები ეცვათ. გადაღლილი და ოფლიანი სახეები ჰქონდათ და დარბაზში ჯგუფ-ჯგუფად შედიოდნენ.

„იმედია თამაშს არ აპირებენ“, – გავიფიქრე. ცნობისმოყვარეობამ გადამაწყვეტინა შევყოლოდი. თავიდან ყველამ გაკვირვებით შემომხედა. არ შევიმჩნიე და ერთ-ერთ ჯგუფს შევუერთდი. დარბაზშიც სხვა სუნი დამხვდა – ქალების უმეტესობას იაფფასიანი სუნამოები ეპკურა.

ნეტავ მხოლოდ სუნი დამხვედროდა შეცვლილი! შუაგულში ვიწრო მაგიდები ორ მწკრივად გაეშალათ, სკამების მაგივრობას გაზეთგადაფარებული ფიცრები სწევდა, რომელზეც სხვადასხვა ზომის ტრაკები ჩაემწკრივებინათ,

არასოდეს დამავიწყდება მათი ზურგები, ჩემი ბრძოლის ველზე. ნაბიჭვრებო, მე კალათბურთელი უნდა გამოვსულიყავი! მერე რა, რომ ჩუმად სიგარეტს ვეწეოდი! სამაგიეროდ, თქვენი მიცვალებულის შავ–თეთრი ფოტოს ადგილი, (საიდანაც მოხუცი ბებო იყურებოდა) კალათბურთის ფარზე ნამდვილად არ იყო

(მით უმეტეს ორივე ფარზე).

ბევრჯერ მიფიქრია იმ სპორტდარბაზის მეპატრონეზე, რომელმაც შენობა ჯერ საკალათბურთო დარბაზად გადააკეთა, გაურკვეველი წარმომავლობის მაღალი კაცი ტრენერად დანიშნა და ზაფხულობით, დაბალ ფასში, სარიტუალო დარბაზის ფუნქციაც შეუთავსა. მაშინ პირველად მივხვდი, რომ ბიზნესს არასდროს სძინავს.

ჩემს შემთხვევაში საზაფხულო არდადეგები, ყველაფერს გამჭვირვალეს ხდიდა. ამ დროს მთელი წლის მანძილზე მიღებული შთაბეჭდილებების რეალურ გადაფასებას ვახდენდი. იმ ზაფხულს მივხვდი, რომ ჩემი სპორტი კონკრეტულ მოვლენებზე დაკვირვება და ანალიზი იყო. ამ თვისებაში ერთი ვინმე ძალიან მგავს. განსხვავება მხოლოდ ანალიზის ხარისხშია.

ჯერ გაზაფხულია, ზაფხულამდე კი საკმარისი დროა, სწორად ვიცხოვროთ.

წყარო: http://blogs.liberali.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42