გიორგი გაბუნიამ იმიჯის ცვლილების მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად გადაცემის პროდიუსერების წინააღმდეგობისა მას თავისი ახალი საეთერო იმიჯი მოსწონს და ჯერჯერობით რაიმე ცვლილებას არ აპირებს:
„დიდი ხანია მინდოდა, ეთერში როცა არ ვიყავი სულ ასე დავდიოდი წვერიანი და ეთერისთვის ვიპარსავდი ხოლმე. ეს იმიჯი დღესაც ბევრისთვის მიუღებელია და კურიერის პროდიუსერების მეუბნებიან: ღერა-ღერა დაგაცლით მაგ წვერს თუ არ გაიპარსავო, მაგრამ იმდენი ღერი მაქვს ვერ მოასწრებენ, მე ჩემი ნებით არ ვიპარსავ და იმათაც ეზარებათ.
გაბუნიას თქმით, მას იმიჯის ცვლილება გადაცემის პროდიუსერებთან არ შეუთანხმებია:
„აღმომაჩინეს, რომ ეთერში ასე შევდიოდი და დროც არ იყო რომ რამე შეეცვალათ, რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი“
კითხვაზე, რა ზომამდე აპირებს წვერის გაზრდას ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ არ აპირებს აკაკი წერეთლის იმიჯი მოირგოს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






