ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 123--ე ბაგა ბაღებში მონიტორინგი განხორციელება გახდა საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას საგანგებო განცხადებით უპასუხეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
უწყებაში ბურჯანაძის ბრალდებებს მცდარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროდუქცია ელექტრონულ შემოწმებას გადის, რის შემდეგაც შესააბმისი დოკუმენტაცით საბავშვო ბაღებს ეგზავნება.
„კონკრეტულად მინდა გითხრათ 123-ე ბაგა ბაღზე, რომელზეც იყო აქცენტი გაკეთებული. ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ გამოძახებული იქნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ჯგუფი, მონიტორინგის ჯგუფი მივიდა ადგილზე, შეისწავლა საკითხი და გავრცელებული ინფორმცია არ დადასტურდა,“- განაცხადა ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თემურ თოლორდავამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უკვე შემოწმებულია 353 ბაგა ბაღი, მუნიციპალური ბაღების შემოწმების შემდეგ კი კერძო ბაღების ინსპექტირება დაიწყება.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






