ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
საზოგადოება - 15:52, 10 Mar, 2015     1584
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა 19-ში, ყოფილი მე-3 (რკინიგზის) საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ჩადეს.

თბილისის მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა არსებული ბაგა-ბაღები, რაც დამატებით ახალი ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

„ამით ვასრულებთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას, რომ არცერთი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე არ დარჩეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ აღნიშნა, ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 10 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი.

ნაძალადევის გამგებელის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ნაძალადევის რაიონში უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

მანჯგალაძის 19-ში 1400 მ2 მიწის ფართობზე ორსართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა ეზო და გამწვანდება ტერიტორია. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა. მშენებლობაზე 40-მდე, საბავშვო ბაგა-ბაღში კი 65-მდე ადამიანი დასაქმდება.

საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტრანსმშენი’’ აწარმოებს. მშენებლობაზე 1 090 401,00 ლარი დაიხარჯება.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42