მეგა შოუ ,,X ფაქტორ''-ის საკონკურსო ტური ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგით დაიწყო... აუდიტორის მოლოდინი პროექტის ორგანიზატორებმა გაამართლეს და დამსწრე საზოგადოებას შემდეგი ტურის მოლოდინიც შეუქმნეს.
,,X ფაქტორ’’-ის პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია მეორე სეზონს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გვპირდება.
გიორგი ხაბურზანია: გასული სეზონი ძალიან წარმატებული იყო. თუმცა, წელს ის ყოველივე გავითვალისწინეთ რაც მაშინ არ მოგვწონდა, თუნდაც-კატეგორიების გადანაწილება. 25 წლის ზევით კატეგორია არასამართლიანი იყო. წელს,ცალკე კატეგორია გვაქვს-ბავშვების. დამატებულია ასევე-ბენდები.
ჟიურის წევრებშიც სიახლეა.დაგვემატა ანრი ჯოხაძე და სოფო ნიჟარაძე. ანრი ძალიან ქარიზმატული და საინტერესო პიროვნებაა,პოპულარულია და ვფიქრობ,რომ ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ ჟიურის წევრი იყოს.
ყოველ სეზონზე ვცდილობთ,რომ ახალი შემადგენლობა გვყავდეს. მაყურებელი ნახავს, რომ წლევანდელი ჟიურიც ძალიან კარგია. ჟიურის წევრებიდან, გაბუნია ყოველთვის მწარე ენით გამოირჩევა.
საინტერესო დინამიკაა..დანიიდან ჩამოგვყავს გამნათებლები,რომლებიც საოცარ განათებას აკეთებენ. რადიკალურად განსხვავებული სანახაობა იქნება. მაყურებელს საინტერესო და მრავალფეროვან სეზონს ვპირდებით.
ავტორი: იაკო ამირანაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






