თურქეთში აკრედიტირებული ჟურნალისტები შოკში არიან:
თურქეთში აშშ-ის კონსული ჩარლზ ჰანტერი ახალგაზრდა თურქ "ბოიფრენდზე", რამადან ჩაისევერზე, აპირებს დაქორწინებას.
ამის შესახებ გამოცემა Sabah-ი და თურქული პრესა წერს.
ამერიკელმა დიპლომატმა რამადან ჩაისევერი სტამბოლის ერთ-ერთ ეკლესიაში გამართული კონცერტის დროს გაიცნო, სადაც მამაკაცი ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი იყო.
გაცნობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაისევერი კონსულის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი, მასთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებსაც ესწრებოდა. „დაქორწინების“ ნებართვმა კონსულმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო და წყვილი შეუღლებას დეკემბრის ბოლომდე გეგმავს.
ისინი აშშ-ის ვისკონსინის შტატში დაქორწინდებიან, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებაა დაშვებულია, ხოლო ამის შემდეგ სტამბოლში დაბრუნდებიან, სადაც საქორწინო სადილს გამართავენ.
წყარო: http://www.geworld.ge/

მასალის გამოყენების პირობები






