სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიები გაყინულ პროდუქტებში - სეს
საზოგადოება - 17:57, 09 Mar, 2015     6057

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში რამდენიმე საწარმოდან ხორცპროდუქტების ნიმუშები აიღო და კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაუგზავნა.

გაყინულ ნახევარფაბრიკატებში ლისტერია მონოციტოგენეზისა (Listeria monocytogenes) და სალმონელას (Salmonella) არსებობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრებმა გაავრცელეს.

"ლისტერია მონოციტოგენეზი" პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

ინფექციური დაავადება სალმონელოზი უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფარშის, პელმენისა და ხინკლის ნიმუშები აიღეს თბილისში, შპს “პროგრესიალვანის”, შპს „გემოს“, შპს „რაჭას“, შპს „გიოს“ საწარმოებიდან; ასევე ხაშურში - შპს „პინოსა“ და ახალციხეში - საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები 7-10 დღის შემდეგ გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაგეგმილი აქვს 900 ნიმუშის კვლევა სალმონელაზე, ხოლო 500-ის - ლისტერიაზე, თუმცა, რისკებიდან გამომდინარე, საკვლევი ნიმუშების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42