გეგა ფალავანდიშვილი: „სამსახურიდან რომ გიშვებენ, ყოველთვის მოულოდნელია. აღარ ვჭირდებოდი, ალბათ“...
საზოგადოება - 16:47, 09 Mar, 2015     13365

„კრედიტები რომ გაქვს აკიდებული, სამსახურიდან წადიო რომ გეტყვიან და თავში ქვა გიხლიაო, მაგაზე მადლობას არ ეუბნებიან“, - ამბობს რუსთავი 2-ის დატოვების შემდეგ გეგა ფალავანდიშვილი, როგორც ირკვევა არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.


გეგა ფალავანდიშვილი: როგორც უნდათ, არ უნდათ, ნუ უნდათ. ალბათ, განიხილეს და კადრების ოპტიმიზაციას აკეთებენ. ჩვეულებრივი პროცესია, ზოგს უშვებენ, ზოგს ხელფასს აკლებენ…


– ასეთი უმნიშვნელო თანამშრომელიც არ ყოფილხარ…

– უფრო მნიშვნელოვანს ნახავენ. მე ჩემი გავაკეთე. მობეზრდათ, ცვლილებები უნდათ. მე ფაქტი მომახსენეს და კარგით-მეთქი.

– როდის გაიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ?

– გასული კვირის ორშაბათს. HR-ისგან გავიგე და დირექტორსაც ველაპარაკე. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, წარმატება ვუსურვეთ და დავიშალეთ. ხუთშაბათს დავწერე, ხელფასი დამერიცხა-მეთქი. კომპენსაციასაც მომცემენ (რამდენიმე თვის ხელფასს) და ასე ტკბილად წამოვედი.

– მოულოდნელი იყო?

– სამსახურიდან რომ გიშვებენ, ყოველთვის მოულოდნელია. მანამდე ყველაფერი მშვენივრად იყო. აღარ ვჭირდებოდი, ალბათ. ან სხვა გეგმები აქვთ. მე არ ვარ საჭირო. ნიკას უნდა ჰკითხოთ რა გეგმები აქვთ.

– არხიდან უშვებენ თანამშრომლებს?

– არ ვიცი. შეტყობინების ოფიციალური მიზეზი ეს იყო – ხარჯების ოპტიმიზაციას აკეთებენ. შესაბამისად, თანამშრომლებისაც. ნიკასთან გაარკვიეთ, მე სხვა რამ მეხებოდა ტელევიზიაში.

– შენი მოვალეობები ვის დაეკისრება?

– არ ვიცი. ალბათ, რამდენიმე ადამიანზე გადაანაწილებენ. მე ერთად ბევრი რამ მებარა. არა მგონია, ვინმე ჩემსავით გიჟი აღმოჩნდეს, ვინც ამ ყველაფერს ერთად აიკიდებს. მარკეტინგის, პროდუქციის შესყიდვა და პროგრამები მებარა. ყველაფერს ჩემს ჭკუაზე არ ვაკეთებდი, განვიხილავდით და ისე კეთდებოდა. გარდა ამისა, ხან – „მოდი, წამყვანი იყავი“ და „ხან მოდი, ჟიურის წევრი“ იყავი.

– გულისტკივილი, წყენა გაქვთ?

– არა. მე რატომ უნდა მქონდეს? საკმაოდ ბევრი გავაკეთე, ბევრიც ვისწავლე. ახალი ავითვისე. მე უფრო მოგებულში ვარ, ბევრად. მადლობა ყველას ამ შვიდი წლისთვის, თანამშრომლებს, პარტნიორებს, არაჩვეულებრივ ხალხს კომპანიის შიგნით და გარეთ.

– ისვენებ?

– დასვენება მაინცდამაინც არ გამომივა. დიდი ოჯახი მაქვს და ბევრი კრედიტი მაქვს დასაფარი.

– რას აპირებ?

– უნდა დავაწყო და დავგეგმო. გაიგებთ, ან არ გაიგებთ და ნახავთ. ტელევიზიაში არ დავბადებულვარ, მანამდე სხვაგანაც მიმუშავია და თანაც ბევრგან. რადიოდან და ტელევიზიიდან დაწყებული დიზაინით და არქიტექტურით დამთავრებული, ბევრ სფეროში მიმუშავია, ბევრი სხვა რამეც შემიძლია. მოშვების დრო ნამდვილად არ მაქვს. სამი ბავშვი, მშობლები, მოშვება არ გამოვა.

– „იქს ფაქტორს“ უგულშემატკივრებთ?

– ვუგულშემატკივრებ „რუსთავი 2“-ს. ამდენ ხალხთან ერთად ამდენი წელი რომ გამიტარებია და გვერდში მედგნენ, ყოველთვის გამიხარდება მათი წარმატება. „იქს ფაქტორზე“ ჩემი წვლილი მეც შევიტანე. საკმარისია. კომპიუტერში შევხედავ.

წყარო: „პრაიმტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42