ცხადაძის მიერ გამოძახებულთა სიის თანახმად საქართველოს ნაკრების კარის დაცვა მეკარეებს გიორგი ლორიას, ნუკრი რევიშვილის, რევაზ თევდორაძეს და ომარ მიგინეიშვილს დაევალებათ.
მცველებად გამოძახებულ იქნა უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა თოთაძე, გიორგი ფოფხაძე, საბა კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, ლაშა დვალი და ალექსანდრე ამისულაშვილი.
ნახევარმცველები- ნიკა ძალამიძე, გიორგი ჭანტურია, ლევან ყენია, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, კახა მახარაძე, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი მერებაშვილი.
თავდამსხმელებად კი ლევან მჭედლიძე, მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე და ოთარ მარცვალაძე იქნენ გამოძახებულნი.
კახა ცხადაძის გუნდი მალტის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 მარტს 21:00 საათზე დაუპირისპირდება. 29 მარტს კი გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან გამარტავს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს. შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 20:00 საათზე გაიმართება.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






