რა ხდებოდა კამერებს მიღმა - ბლოგერი და ქალთა სახეები ჯაჯანიძის შოუში
საზოგადოება - 13:13, 09 Mar, 2015     8381
გია ჯაჯანიძის სუპერრეიტინგულ შოუს რამდენიმე დღის შემდეგაც განიხილავენ, კრიტიკოსთა რიცხვმაც იმატა. ბევრი ტელეწამყვანს განიკითხავს, ბევრიც მოწვეულ სტუმრებს.
კრიტიკოსთა შორის გახლავთ ჯაჯანიძის შოუს სტუმარი, ბლოგერი გურამ შეროზიაც. სწორედ მისგან შეიტყობთ თუ რა ხდებოდა კამერებს მიღმა.


მაშ ასე ბლოგერის შეფასება და ქალთა სახეები ჯაჯანიძის შოუს მიხედვით

გასულ ხუთშაბათს, როცა გადაცემა „სხვა რაკურსის“ გადაღებაზე მივდიოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მძიმე „შარში“ გავყოფდი თავს…

პირველი შოკი საგრიმიოროში მივიღე, სადაც ეკა ყუშიტაშვილი ლამის ნახევარი საათის განმავლობაში ეწყობოდა ეთერისთვის. ყოველ მესამე წინადადებაში „სად ერეკლე და სად ჩემი …“-ს გაიძახოდა და ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ ამ ბრბოს (ანუ ხალხს) კიდევ ერთხელ მოუშლიდა ნერვებს.

არ უჩანდა ბოლო მისი სილამაზის კიდევ უფრო გაღრმავებას გრიმით, შესაბამისად მოსაწევად გამოვვარდი, როცა გზად ორი „ნოყიერი ძუძუ“ და მათი მეპატრონე, თამო ვაშალომიძე შემომეფეთა, მერე მერსისაც მოვკარი თვალი, რომელთანაც ადრე მცირე დოზით კონფლიქტიც მქონდა, ერთ-ერთი ძველი პოსტის გამო, ხოლო საგრიმიოროში მულატკას შემოსვლამ – საკონტროლო ტყვია დამახალა შუბლში.

სანამ ჩვენ, ჩვენს ბლოკს ველოდით, სხვა ბლოკის გადაღება იყო, სადაც მშვენიერი ბიანკა ჰაეროვნად მოთქვამდა და მისი ნარნარი ცრემლები ხელზე აბიბინებულ ბალანში, უცხვად მიიკვლევდნენ გზას… (ვწუხვარ ასეთი კომენტარის გამო, თუმცა ეს მეტად მარტივად გამოსწორებადი პრობლემაა, შესაბამისად, მოდით, მივცემ თავს უფლებას…)

მოკლედ დაიწყო გადაცემაც…

პირველი შოკი ეკა ყუშიტაშვილმა მიმაღებინა, როცა უწყინარ კომენტარზე ისტერიულად წამომიხტა და ახსნა, რომ ვის არ „შეუგინია“, რომ პატრული საგინებელი იყო, რომ ხალხი ბრბოა, იმიტომ, რომ მის ვიდეოს აზიარებენ, მისი გინება და გადარეკვები კი – როგორც ჩანს თავაზიანობის პიკი და ლოცვის ტოლფასი. „რით ვერ დაიმახსოვრეთ, რომ ეს მანქანა არ უნდა გააჩეროთ“ – ტიპიური „ღრუზინკა“ ქალის კომენტარი, ხოლო ზოგადად, დამნაშავე იმაში, რომ დაბალი დონის ხალხი პიარდება, არის ვინმე მედეა (მედია). ანუ თავისდაუნებურად, ეკატერინემ საკუთარ თავს გამოუტანა, საკმაოდ ობიექტური განაჩენი: რომ არა მედეა, მისი სახელი თუნდაც ამ ბლოგ პოსტშიც, არ გაიჭაჭანებდა, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა თოქ შოუზე.

გირჩევთ კარგად შეინახოთ ეკას ვიდეო და აჩვენოთ მომავალში შვილებს, იმის ხაზგასასმელად, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი (და არც რომელიმე სხვა ეროვნების) ქალი კონკრეტულ სიტუაციაში, შესაბამისად, ეკას პერსონაჟის სასარგებლოდ გამოყენებაც შესაძლებელია. საუბარი მაქვს მხოლოდ მის ინციდენტზე პატრულთან, სხვა მხრივ, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ეჭვიც არ მეპარება, რომ რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყოს. :)

ეკას მხარი მულატკამ აუბა, რომელიც ცნობილი ჯეობარში სექსით გახდა, თუმცა მაინც მისცა თავს მორალური უფლება, გაეკრიტიკებინა მერსი და თამო ვაშალომიძე, ფაქტიურად სულ “ბოზები” ეძახა. მისი გადაწყვეტილებით, ამორალურობა „პიდარასტობა და ლესბიანკობაა“, ხოლო სხვა ყველაფერი – მისაღებია. შესაბამისად, თუ გადაწყვეტთ რამე საეჭვო საქციელის ჩადენას, მიმართეთ მულატკას, ის ძალიან ინტელექტუალურად აგიხსნით, რა არის ამორალური და რა არის მისაღები, „კურთხევაც“ მისგან აიღეთ სექსის სხვადასხვა სახეობაზე და შიგადაშიგ შეგიძლიათ სანთელიც დააჭერინოთ.

დარბაზის მეორე ბოლოში პირიქით, ნათელი ფერები დომინირებდნენ. თეა დარჩიას საუბრის მოსმენისას, გეგონებოდათ, რომ გარდაიცვალეთ, სამოთხეში მოხვდით და ანგელოზი გესაუბრებათ მაღალ მატერიებზე. ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ყველა ადამიანი სიკეთის და სათნოების განსახიერებაა.

გადაცემის თემაა ქართული მენტალიტეტი – თეასთვის მთავარი ჭეშმარიტი რწმენა;

მოკლედ, თეა მეორე უკიდურესობა იყო და სრულიად სხვაგან, თემიდან მოშორებით, თუმცა შოუს ერთერთ ყველაზე დადებით პერსონაჟად იქნა აღიარებული, ხალხის მიერ.

მერსი სულხანიშვილი, ერთერთი ყველაზე საინტერესო და მხიარული ტიპაჟი აღმოჩნდა, იუმორის გრძნობასაც შესანიშნავად ფლობდა, არგუმენტებიც მყარი ჰქონდა (ეს არის იყო რთული თემა, წესით მულატკას და ეკას დამარცხება დიალოგში – არ არის გმირობის ტოლფასი, მაგრამ მაინც), პროტესტსაც სწორი ფორმით გამოხატავდა. უფრო მეტიც, მამამისს რომ თავის დროზე ცოტა უფრო ძლიერად ეტყაპუნებინა ხელი მის საჯდომზე, ალბათ აღარც გაიხდიდა თავის დროზე, თუმცა რაკი ქალების თემას ვეხებით, საჯდომზე ტყაპუნით ადამიანების აღზრდის თუ გამოსწორების ნოუ ჰაუ – მოდით, არ განვავრცოთ. ამავე გადაცემაში მერსი ქალიშვილობაში „დაადანაშაულეს“, რაც არგუმენტირებულად ვერ გააპროტესტა, შესაბამისად, ინბოქსში ალბათ ბევრი, ხელის თხოვნის წერილი მიუვა, „ქართველი ვაჟკაცებისგან“…

თამო ვაშალომიძე, საყვარელი და პოზიტიური გოგონა, რომელიც არავის ერჩოდა, მაგრამ ეპატაჟს მოწყურებული მულატკა მაინც დაესხა თავს და ეკლესიასთან მიახლოვება აუკრძალა. ის გაოცებას ვერ მალავდა, რით ვერ აირჩია თამომ ან ეკლესია, ან პლეიბოი… შოუს შემდეგ თამო ჩემი ყველაზე დიდი თავის ტკივილი გახდა: მივიღე არაერთი წერილი უცნობი ბიჭებისგან, რომლებიც მეკითხებოდნენ რა ურთიერთობა მაქვს თამოსთან, რამდენად მარტივია „მისი შებმა“, ხომ „მაგარი ნაშაა“ და ა.შ. ბუნებრივია, ყველა აღნიშნული შინაარსის წერილი, უპასუხოდ განისვენებს ჩემ ინბოქსში, და მაინც WHYYYYYYY???!!!…

საერთო ჯამში, იყო ყაყანი, გნიასი, ალოგიკურობის, გრამატიკული გაუმართავობის, დისკრიმინაციული ტერმინების ბუმი (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მართლაც კარგ და საინტერესო სტუმარს) და რაც მთავარია, შოუ შედგა.სოციალური ქსელები ფაქტიურად დაიპყრო შოუს ვიდეოებმა, ფოტოებმა, კომენტარებმა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ითხოვს მსგავსი შოუების და „ბოზბანდის“ ტელევიზიიდან გაქრობას, ფაქტია, რომ გადაცემა უკიდეგანოდ რეიტინული იყო, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ხალხი, მომდევნო ხუშთაბათსაც მოულოდნელად ელის, პარალელურად ლანძღავს, მაგრამ მაინც ელის…

და ბოლოს, გადაცემის დასასრულს მელანქოლიური გამომშვიდობება ყუშიტასთან: იმედია ოდესმე ჩემზეც დაწერ გურამიკოოო (ბოლოში გაწელილი ო-თი, ორინიის გამოხატვის მიზნით)

ჰო და, ასე აგიხდეს ყველაფერი ყურშიტ! :)

აქვე, უფასო რჩევები, შოუს ინტელექტუალ თუ უინტელექტო მონაწილეებს:

  • თავისუფლება არის ის, რაც გვანიჭებს ბედნიერებას და კომფორტს, მაგრამ ეს არ უნდა გადიოდეს სხვის დისკომფორტზე;
  • თუ ჩვენ გვაქვს უფლება ვაგინოთ ვინმეს უსამართლოდ, არ უნდა იყოს აღმაშფოთებელი ხალხის რეაქცია და იგივე, გინების ფორმით პროტესტის გამოხატვა ჩვენი მისამართით;
  • პლეიბოისთვის გაშიშვლება და ლამაზი სხეულის პრომოუშენი არის ადამიანის უფლება, რომელსაც პარალელურად აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ივლის თუ არა ეკლესიაში;
  • ცემა-ტყეპით შეიძლება მივცეთ მითითება ცხოველს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ესმის საუბარი (და ესეც მიუღებელია). მე მაქვს ამბიცია ინტელექტზე, შესაბამისად იმაზეც, რომ შემიძლია ადამიანს დავუსაბუთო ლოგიკურად, რომ ის ცდება, ასე რომ – არსებულ ფიზიკურ ძალას, რამე სხვა მიმართულებით გამოვიყენებ;
  • მსგავსი ფორმატის შოუებში სტუმრობა არ არის სირცხვილი, ადამიანი შესაძლებელია იყოს ღირსეული, ყვითელი ფორმატის, სკანდალურ თოქ შოუშიც და შეიძლება იყოს სამარცხვინო – პარლამენტის სხდომაზე, ტაძარში, საჯარო გამოსვლის დროს, ანუ მთავარია კონკრეტული ადამიანების ქმედება და არა ადგილი.

გისურვებთ წარმატებას და კიდევ უფრო საინტერესო შოუებს, ყოველ ხუთშაბათს! :)


წყარო: http://guramsherozia.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42