ექსკლუზივი:50 ლარად ნაყიდი „სიყვარული“ და სარფიანი „გაბედნიერება“ უცხოეთში
საზოგადოება - 03:08, 09 Mar, 2015     5633
ქართველების უცხოეთში გაბედნიერების იდეა 28 წლის გერმანელ ნერმანს მოუვიდა აზრად. ეს მას შემდეგ, რაც თავად ქართველი შეირთო ცოლად. საქართველოში პატარა ოფისი გახსნა, ოფის-მენეჯერიც აიყვანა და უკვე რამდენიმე თვეა რაც ქართველების უცხოეთში გაბედნიერებაზე ზრუნავს.

„ცოლმა უთხრა ამგვარი რამ საქართველოში შეუძლებელიაო, მაგრამ არ დანებდა - მე გავხდი შესაძლებელს, მინდა ხალხი გავაბედნიეროო“ - გვეუბნება ოფის-მენეჯერი თამთა, რომელიც „ნიუპოსტმა“ ხეზე გაკრული განცხადებით აღმოაჩინა. განცხადება, კი რომელიც ხუმრობა გვეგონა რეალობა აღმოჩნდა.

„გთავაზობთ ევროპაში დაოჯახებას კაცებს და ქალებს, გასაუბრებაზე მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა“- ამოიკითხავთ განცხადებაში.

თამთა: „ჩვენთან ასაკი შეუზღუდავია, აი ახლა მყავს 70 წლის კაცი, იტალიელია, რომელსაც აქვს ქონება, ცხოვრება და უნდა ქალი. მოსაუბრე უნდა ოჯახში, მოფუსფუსე, გულის დარდს გადააყოლებს ალბათ, დასასვენებლად წავლენ, ცოტას გაერთობიან, რა უნდა ახლა მეტი 70 წლის კაცს?“

„ბედნიერების მენეჯერი“ სხვებსაც ახასიათებს, როგორც თამთასგან ირკვევა 70 წლის მამაკაცის გარდა მის მონაცემთა ბაზაში - 55, 35, 23, 37, 35 - წლის ყმაწვილებსაც აღმოაჩენთ. „ყველა წლოვანების გვყავს, მობრძანდით და შეარჩიეთო“...

თამთა: „
წინასწარ უნდა ჩაეწეროთ მოსვლაზე, ჩვენი უფროსი არის გერმანიის მოქალაქე, რომელმაც სწორედ ასე გაიცნო გოგონა საქართველოდან, შემდეგ დაქორწინდა და მოისურვა ასეთი ოფისის გახსნა პატარა საქართველოში, რომელიც შეუწყობს ხელს დაოჯახებას, გამრავლებას სიყვარულს. ეს საქართველოში უცხოა, უცხოეთში კი არსებობს, ამას ჰქვია „სიყვარულის გამკეთებლები“.

სიყვარულის გამკეთებელმა როგორც გვითხრა ერთი ბიჭი გუშინ აფრინა უცხოეთში... მთავარია მონაცემები შეავსოთ, 50 ლარი გადაიხადოთ დაბედი თქვენც გაგიღიმებთ.

თამთა:
„ბევრი მსურველი გვყავს - გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, კანადიდან , თქვენ უნდა შეავსოთ ანკეტა თქვენი მონაცემებით: თქვენი ჰობი, ზომა, წონა, ფორმა, თვალის ფერი... თუ თქვენი მონაცემი დაემთხვა რომელიმე მამაკაცის მოთხოვნებს, მაშინ მე ვურეკავ და ვეუბნები თქვენს შესახებ, ის ჩამოდის , ან აგზავნის ბილეთის ფულს... ჩვენს უფროსს ძალიან უნდა რომ დაეხმაროს ქართველებს, ამიტომ თქვენგან, მხოლოდ 50 ლარს ვიღებთ, ხოლო ვინც გამოგეხმაურებათ დანარჩენს ის იხდის“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42