ამჟამად 300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა, მიწის ექსკავაციისა დროებითი თაღის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე სრულდება მიწის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების სამშენებლო სამუშაოები. ქობულეთის შემოვლით გზაზე 18.9კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობაა დაგეგმილი.
აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს. აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაადვილდება როგორც ადგილობრივი მოქალაქეების, ისე სატრანზიტო გადაადგილება.
სამუშაოებზე 350-მდე ადამიანია დასაქმებული, პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება, მას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები






