აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალებს აქვთ იგივე უფლბები, რაც მამაკაცებს და ისინი მათი თანასწორი არიან.
„8 მარტი ჩვენი მხრიდან აღქმულია, როგორც ქალთა უფლებების რეალიზაციის დღე. დღევანდელი ჩვენი აქციის მესიჯი არის ბევრი ქალი პარლამენტში და ზოგადად პოლიტიკაში, რათა პოლიტიკური სისტემა იყოს ქალებზე მორგებული და არა მხოლოდ მამაკაცების ინტერესების გამტარებელი“- აცხადებს „პარტნიორობა ქალთა უფლებების" დამფუძნებელი ანა აბაშიძე.
,,ყველა ქალს უნდა მიეცეს საშუალება, მამაკაცთან ერთად მიიღოს თანაბარი სარგებელი ამ ცხოვრებისგან“ - ქალის როლის გაზრდას ითხოვენ აქციის მონაწილე მამაკაცები და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ქალთა აქტიურ ჩართულობის მოთხოვნას უერთდებიან.
პოლიტიკაში ქალების უფლებებზე საუბრობენ აქციაში მონაწილე მამაკაცებიც. მათი თქმით მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და პოლიტიკაში მათი რაოდენობის გაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები






