„უბედურება დაგვატყდა ოჯახს, ნათესავებს და ფაქტიურად მთელს საქართველოს. ბესო იყო ბიჭი, რომლის დაღუპვაც მთელმა საქართველომ განიცადა. თავისი შეგნებული ცხოვრებით, სამშობლოს უზომო პატრიოტი იყო და ბესოს ბოლო ამოსუნთქვა საქართველოს ეკუთვნოდა,“ - აცხადებს გარდაცვლილი კურსანტის მამა, კახა გორჯოლაძე.
სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე ნიუ-ჯერსიში ავტოავარიისას დაიღუპნენ. ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე, ხოლო მეორე ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომანქანას აშშ-ს მოქალაქე მართავდა, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზირებულია. ავტოავარიის მიზეზი, მოყინული გზა და ცუდი ხილვადობა იყო, რის გამოც მანქანა მოსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა.
ორივე ქართველი კურსანტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






