,,ხელი შეგვიწყვეთ სწავლის გაგრძელებაში“, ,,ნუ შეაჩერებთ ჩვენს განათლებას“ - ამ შინაარსის აქცია გაიმართა ზუგდიდში, საჯარო სკოლების მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეების აქცია ,,ზუგდიდის განვითარების ცენტრიდან“ დაიწყო. ზუგდიდის საკრებულომ, ცენტრს დაფინანსება შეუწყვიტა, საუბარია დაახლოებით 15 ათას ლარზე. ,,ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ მოსაწავლეები ამ ფაქტს აპროტესტებენ. ქალაქში მსვლელობის შემდეგ, სპეციალური პლაკატები მათ ზუგდიდის გუბერნიის შესავლელში დატოვეს.
,,ზუგდიდის განვითარების ცენტრში“ 1300-მდე ბავშვი სწავლობს, მათ გაკვეთილებს მოხალისე პედაგოგები, უფასოდ ასწავლიან. როგორც ,,ნიუპოსტთან“ საუაბრში, ბრიუსელში მყოფი ცენტრის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ანი წითლიძე განმარტავს, ცენტრის დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, პედაგოგებზე მიმდინარეობს ზეწოლა და მათგან შესაბსმის სერტიფიკატებს ითხოვენ. ამასთან ერთად, წითლიძის თქმით, გარკვეული პირები, ცენტრის მოსწავლეებს ურეკავენ და ეკითხებიან თუ ვისი მომხრე არიან - ,,ნაციონალური მოძრაობის“ თუ ,,ქართული ოცნების“, ,,თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ნაციოანლური მოძრაობის მომხრეა, ისინი მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ მათზე და მათ ოჯახზე პიადი ბარათი შედგება, რომელიც სამომავლოდ გათავალისწინებული იქნება“ - აცხადებს წითლიძე, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნული ფაქტი გააცნოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკითხი გაიტაონს ასევე ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტში.
ცნობისათვის, ,,ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ დაფინანსების საკითხი იყო ამ კვირაში ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატებს შორი დაპირისპირების თემაც, რასაც უმრავლესობის მხრიდან ოპოზიციის მისამართით ბოთლების სროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.




მასალის გამოყენების პირობები






