მისი თქმით, ინციდენტი რამდნემე დღის წინ მოხდა. საპატრულო პოლიციამ მაშინ გააჩერა, როცა ის ნასვამი მანქანით გადაადგილდებოდა. დარახველიძის მტკიცებით, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. პროცესი პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა, სადაც დაკავებული გადაიყვანეს.
საქმე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის აღძრული. დარახველიძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდა.
,,ხელი რომ დამარტყა, გამწარებულმა ავდექი და შევაგინე - კიდევ ხელს მირტყავთქო? ამის მერე დამიწყეს თავში რტყმა. თავი ჩამაწევინეს და კეფაში რაღაც ჩამარტყეს. გონება დავკარგე. რაღამც პატიმარი ვიყავი და წარსული მაქვს კრიმინალური, ამის გამო რაც არ ჩამიდენია მაბრალებენ და ციხეში უნდათ რომ გამიშვან. ვითხოვ ამის გამო შველას, ყველამ საქართველოს საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს თუ მე ამას მიკეთებენ, შეიძლება ხვალ სხვას გაუკეთებენ, ვინც ან საერთოდ არ არის ციხეში ნამყოფი, ან ნამყოფი არის და ისევ უკან შეაბრუნებენ“ - აცხადებს გიორგი დარახველიძე
დარახველიძის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს არაფერი დაუშავებია, როგორც ირინე დარახველიძე ,,კურიერთან“ ამბობს, გიორგი დარახველიძემ მეუღლე ახლა შეირთო და მას არ უნდა, რომ შვილი უმიზეზოდ ციხეში შეაბრუნონ, ,,ვითხოვ სამართიანობას, ჩატარებული აქვს ექსპერტიზა, აქვს ტვინის შერყევა“ - აცხადებს ირინა დარახველიძე.
პაციენტის მდგომარეობაზე საუბრობს ინგოროყვას კლინიკის ექიმიც, რომელიც ადასტურებს, რომ პაციენტს მიღებული აქვს თავის ტვინის შერყევა და ის ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ,,ზედაპირული ტრამვა აქვს ასევე სახის არეში, სხვა ტიპის დაზიანებები არ აღენიშნება“.
მასალის გამოყენების პირობები






