,,დიდი წმენდა“: შაქრო კალაშოვმა 12 პირი ,,არაქურდად“ დატოვა
საზოგადოება - 16:08, 07 Mar, 2015     29943
ცნობილი ხდება, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროში დიდი დაპირისპირება მწიფდება. ე.წ. კანონიერ ქურდებს ,,სტატუსი“ შეუჩერეს. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი (მალადოი) და მის გარემოცვაში მყოფი სხვა გავლენიანი ქურდები, მათ შორის ოზმანოვების კლანია.

მოსკოვში ე.წ. ,,სხოდკაზე“ მიმღებული გადაწყვეტილებით, 12 ადამიანს ქურუდული ტიტული შეუჩერეს. მათი უმრავლესობა სამუდამოდ, აღდგენის გარეშე, დაემშვიდობა ,,ქურდულ სტატუსს“, ხოლო ზოგიერთი მათგანი, როგორც გაირკვა, არასოდეს ყოფილი ,,ტიტულის“ მატარებელი, რაც მათ ,,სამაზვანეცობაში“ ჩაუთვალეს. მხოლოდ რამოდენიმეს აქვს შანსი დაიბრუნოს ,,კანონიერი ქურდის“ სტატუსი.

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გადაწყვეტილებით ფაქტორბივად მოხდა დედ ჰასანის დროინდელი არასწორი ქმედებების აღიარება, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ,,ქურდად მონათვლის“ ,,არასწორ“ გადაწყვეტილებების მიღებასთან. შაქრო კალაშოვმა ამით, დედ ჰასანის კლანში გაურკვეველი გზით შეპარული ,,ვირთხების“ წმენდა დაიწყო.

ვინ არიან ისინი, ვინც ,,პრაშლიაკებში“ აღმოჩნდნენ: კალაშოვის მიერ არაქურდად დატოვებული საშა კუშნერი, გილან სედოი, შამილი და არმენ ხოხოლი, ქურდულ ტიტულს ასლან უსოიანის სიცოცხლეში ფლობდნენ. როცა არმენს კითხეს, თუ ვინ დარჩა ცოცხალი, ვინც მისი საკითხი ,,მოაგვარა“, აღმოჩნდა, რომ მის მიერ დასახელებული ავტორიტეტები, მას საერთოდ არ იცნობდნენ. რაც შეეხება ოლეგ ცირკაჩს, მან საკუთარი სახელის დაცვა ქურდული წესით შეძლო.

ყველაზე კურიოზული კი ნიკა გაგრინსკის შემთხვევა იყო, რომელიც საკუთარ თავზე აცხადებდა, რომ ის ჯერ კიდევ დედ ჰასანის დროს 2012 წლიდან ატარებდა ,,ქრუდის ტიტულს“. როგორც აღმოჩნდა, დედ ჰასანის სიკვდილის შემდეგ, მასზე პასუხისმგებლობას არავის იღებდა. გაგრინსკის ის ხალხიც კი განუდგა, რომელიც ცოტა ხნის წინ მას საკუთარი ინტერესებისთვსი იყენებდა.

შაქრო კალაშოვის ,,დიდი ქურდული წმენდა“ შეეხოთ გისოსებს მიღმა მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც, მათ შორის არიან ლექსო გალსკი, ბესო რუსტავსკი, არტიომ ლიეცკი და შარაპი. ეს ოთხეულიც ე.წ. ,,პრაშლიაკებში“ აღმოჩნდნენ.

წმენდის ბოლო აკორდი აზრბაიჯანული კლანი იყო. გული და მისი უმცროსი ძმა ნამიკი, ასევე მათ მიერ ერთობლივად ,,მონათლული“ რაფეტი და ჯეიჰუნი. როგორ ამბობენ, ნამიკის საკითხი საბოლოოდ არ არის დახურული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42