„მე მძულს პედანტიზმი და ცრუ ერუდიცია“ - „კარმენი “ ბათუმსა და თბილისში
კულტურა - 14:22, 07 Mar, 2015     3311
ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ჟ. ბიზეს „კარმენი“ წარმოადგინეს. საოპერო დასს, რომელიც მრავალი წელია საქართველოს ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში მოღვაწეობს, ბევრი გულშემატკივარი ჰყავს თბილისისა და ქუთაისის მუსიკალურ საზოგადოებაში...
დასის არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი წევრი საზღვარგარეთაც დიდი წარმატებით მოღვაწეობს. „კარმენი“, რომელიც მსოფლიო ოპერის საუკეთესო ხუთეულში შედის, ბათუმში რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ დადგა. თბილისში, „კარმენს“ ბათუმის საოპერო დასი აპრილში იმღერებს.



კახი ლაზარიშვილი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე: „კარმენს“, კიდევ ერთხელ სიამოვნებით დავესწარი. არაჩვეულებრივი სპექტაკლია.უჩვეულო დეკორაციული გადაწყვეტით, თითქოს სადა და უპრეტენზიოა გიზო ჟორდანიას მიერ ჩაფიქრებული და წარმოდგენილი „კარმენი, მაგრამ მსმენელის ყურადღებას იქცევს საოპერო სპექტაკლისთვის უმნიშვნელოვანესი ესთეტიკური მხატვრულ-შემოქმედებითი მხარე, რომელიც ჩემი აზრით პომპეზურობას სძენს სპექტაკლის ოთხივე მოქმედებას. სპექტაკლში მონაწილე სოლისტ-მომღერლების ვოკალურ-არტისტული სტილი და გამოხატვის რეალისტური ფორმები, მათი სულიერი თუ ემოციური განცდები, ვნებები, გონივრულად და გემოვნებიანად გადმოსცემს ოპერის პერსონაჟების ხასიათს-თავისი შეცდომებითა და ნაკლოვანებებით, პრინციპულობით, ღელვითა და მკვეთრი რეაქციებით.

„მე მძულს პედანტიზმი და ცრუ ერუდიცია“ ამბობდა ჟ. ბიზე და შემსრულებლისგან გამართულ ვოკალთან ერთად ითხოვდა აქტიორულ-გამომსახველობით კავშირს მისი ოპერების პერსონაჟებთან.
კომპოზიტორის მოთხოვნებს ზედმიწევნით ითვალისწინებდნენ ამ სპექტაკლში ბათუმის ოპერის ახალგაზრდა სოლისტები-ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, ზაზა ხამათაშვილი, ტანია ჯიქია, სულხან ჯაიანი და სხვა სოლისტები, ასევე გუნდი და ორკესტრი და მთელი საშემსრულებლო არსენალით, ლამაზი ხმებით, ძლიერი ჟღერადობით, შთამბეჭდავი ვოკალით, ნიჭითა და ენერგიით, ნამდვილი ხასიათებით, საოცრად პოზიტიურად განაწყობენ სპექტაკლზე მოსულ პუბლიკას.
მინდა წარმატება ვუსურვო ბათუმის საოპერო სტუდიის ახალგაზრდულ დასს, ვუსურვო ბევრი საინტერესო პრემიერა და გულშემატკივართა სიმრავლე“.

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი გახლავთ. ბათუმში ის სამხატვრო ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა ჯახუტაშვილის მიწვევით ჩავიდა. დასს მასთან სხვადასხვა სპექტაკლებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42