სკანდალურად გახმაურებული “ამერიკელი სნაიპერის” პრემიერა თბილისში
კულტურა - 15:03, 06 Mar, 2015     1368
დღეს, 6 მარტს, კლინტ ისთვუდის ოსკაროსანი ფილმის “ამერიკელი სნაიპერის” პრემიერა კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი ასრულებს. “ამერიკელი სნაიპერი” 2015 წლის ყველაზე სკანდალური ამერიკული ფილმია და მისმა შემოსავალმა ამერიკულ კინოგაქირავებაში 90 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული, ბიოგრაფიული დრამა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ლეტალური სნაიპერის კრის კაილის შესახებ, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 160 ადამიანი მოკლა. ის თავდაპირველად საკუთარი სამშობლოსა და მეგობრების დამცველი იყო, მაგრამ ომის სისასტიკემ ნამდვილ მტაცებლად აქცია. კრის კაილი 4 - ჯერ იყო ერაყში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ამერიკელი სნაიპერი ომს რამდენჯერმე გადაურჩა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტყვიამ იმსხვერპლა. ის და მისი მეგობარი ფილმის გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დ 25 წლის ომის ვეტერანმა ედი რეი რუთმა, გამოასალმა სიცოცხლეს, რომელსაც კაილი ომის შედეგად მიღებული ტრამვების მოშუშებაში ეხმარებოდა. მოტივი რის გამო მოკლა კრის კაილი რუთმა დღემდე უცნობია, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, გასაჩივრების უფლების გარეშე. მიუხედავად იმისა რომ ამერიკულ საზოგადოებაში არ წყდება კამათი იმის შესახებ, კრის კაილი იყო, თუ არა გმირი, რეჟისორმა ფილმში მისი პერსონაჟი მაყურებელს გააცნო და წარუდგინა,როგორც ამერიკის გმირი. ფილმი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის დაჯილდოებაზე 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი და 1 ოსკარიც მოიპოვა.

დღეიდან მის შეფასებას ქართველი მაყურებელი კინოთეატრ “ამირანში” შეძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42