კომპანია ,,იფქლი“ პურის გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:40, 06 Mar, 2015     3563
კომპანია ,,იფქლი“ პურის ფასის მატებასთან დაკავშრებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და პურის 10 თეთრით გაძვირებასთან დაკავიშრებით განმარტებას აკეთებს. როგორც ,,ნიუპოსტს" კომპანიიდან აცნობეს, პროდუქციის გაძვირებას ნედლეულის ფასის ცვლილებას უკავშირება მათვე განმარტებით, მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, აუცილებელი გახდა ორი სახეობის პურეულზე - თეთრ და რუხ „ბატონზე“ ფასი 10 თეთრით გათანაბრებულიყო ბაზარზე არსებულ რეალურ ფასთან.

,,აჟიოტაჟი გამოიწვია პურის ფასებმა. ნედლეულის ფასის ცვლილება ყოველთვის აისახება პროდუქციაზე. 2013 წლის 7 თებერვალს, როცა ფქვილის ფასმა 35 ლარამდე დაიკლო, კომპანია „იფქლი“ იყო ერთადერთი ინდუსტრიაში, ვინც პურის ფასი დაწია. მას შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ვინარჩუნებდით იგივე ფასს.

დღესდღეობით საქართველოში შემოსულ ნედლეულზე ფასებმა მკვეთრად იმატა. ერთი ტომარა ფქვილი უკვე 40.50 ლარი ღირს. ასევე მომატებული აქვს ფასი მარილს, საფუარს და მრავალ სხვა ნედლეულს, რომელებსაც ვიყენებთ წარმოების პროცესში.

კომპანია „იფქლი“ თავისი მომხმარებლისათვის მხოლოდ საუკეთესოს იმეტებს. მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად, კომპანია ასაქმებს 300-მდე სპეციალისტს და იძენს მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან ნედლეულს. კომპანია ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ამ თანამშრომელთა სამუშაო ადგილები და პროდუქციისათვის ის საუკეთესო ხარისხი, რომელსაც მისი მომხმარებლები „იფქლი“-სგან მოელიან.

შექმილ პირობებში, მეწარმე, რომელიც კეთილსინდისიერად იხდის თავის ფინანსურ ვალდებულებებს, იძულებული ხდება გადახედოს თავისი პრუდუქციის რეალურ ფასს. შესაბამისად, მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, აუცილებელი გახდა ორი სახეობის პურეულზე - თეთრ და რუხ „ბატონზე“ ფასი 10 თეთრით გაგვეთანაბრებინა ბაზარზე არსებულ რეალურ ფასთან. დანარჩენი 73-მდე სახეობის პროდუქციაზე ფასი უცვლელი რჩება.

მომხმარებელთა ბაზარზე არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, გვაქვს 50 თეთრიანი „სტანდარტი“.ამავდროულად კომპანიამ გამოუშვა ახალი სახეობის პური „ეკობატონი“. ის თეთრი სახეობის პურია, რომლის ფასიც მხოლოდ 60თეთრს შეადგენს.

„იფქლი“-ს პროდუქციის შეძენა კვლავაც მომგებიანია მომხმარებლისათვის, რადგანაც ისინი გადახდილ ფასში სხვა კონკურენტებთან შედარებით ღებულობენ მეტს, როგორც პროდუქციის წონის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით.

წარმატებული ქართული კომპანია „იფქლი“ წლებია სარგებლობს ისეთი აღიარებებით, როგორიცაა „ხარისხის ნიშანი“ და „გოლდენ ბრენდი“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42