ცოტნე დადიანის გამზირზე გზის საფარის კაპიტალური შეკეთება დაიწყო
საზოგადოება - 15:10, 06 Mar, 2015     1094
ცოტნე დადიანის გამზირზე, ე.წ. „მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე აღნიშნული მონაკვეთის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება დაიწყო. ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან და ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დაათვალიერა.

დღესვე თბილისის მერმა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დიდუბის რაიონში, დები იშხნელების ქუჩაზე მიმდინარე ორმოული შეკეთების სამუშაოები დაათვალიერეს. 2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში ორმოულ შეკეთებებზე 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერის თქმით, დადიანის ქუჩაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. „ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და ტროტუარები, მოიხსნება ძველი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, რითაც საბოლოოდ გადაიჭრება არსებული პრობლემა და თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა ექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება გზების ორმოულ შეკეთებებს, თბილისის მერის თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია დედაქალაქის ყველა რაიონში.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, დადიანის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ძამა“ აწარმოებს. მისივე თქმით, სამუშაოების დასასრულებლად კონტრაქტორ კომპანიას 3 თვის ვადა აქვს, თუმცა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, შესაძლოა სამუშაოები უფრო მალე დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 599 998 ლარია გამოყოფილი.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42