საშიში სასმელი წყალი ახალციხეში - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
საზოგადოება - 15:05, 06 Mar, 2015     2848
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის N3 ბაგა-ბაღიდან და წყაროს წყლიდან, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს, წყლის სინჯები აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნა.

სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის (სეა) ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა გაავრცელა, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სათანადო წესით აიღეს სასმელი წყლის 2 სინჯი და შესაბამის მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ახალციხის N3 ბაგა-ბაღიდან აღებულ სასმელი წყლის სინჯში დარღვევა არ აღმოჩნდა. ხოლო მარადის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, წყაროდან აღებულ წყლის სინჯში კვლევამ დაადასტურა საერთო კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ახალციხის მოსახლეობას, არ გამოიყენოს აღნიშნული წყაროს წყალი გადადუღების გარეშე, რადგან მასში დარღვეულია მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი და, შესაბამისად, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42