ქართულ მენტალობასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გამოხატა ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ:
,,ალბათ ყველაფერი ჩვენი ბრალია გია... შენი, ჩემი ბრალია ის, რომ ზედმეტად აქცენტირებას ვაკეთებთ რაღაც საკითხებზე. სამწუხაროდ ეს არის რეალობა, მაგრამ ალბათ მენტალობის ბრალია ის, რომ არ ჩანან წინა ხაზზე ადამიანები, რომლებსაც შეიძლება გაცილებით მეტი ჭკუა მოსთხოვო თუნდაც იგივე ქართულ ტრადიციებზე, რომელიც სადაო თემაა... აი, ამიტომაა ჩვენი ბრალი“ - ბესო ჩუბინიძე.
გადაცემის ერთ-ერთი თემა იყო ტრანსგენდერის ბიანკას ცხოვრება და მის მიმართ განხორციელებული ძალადობა, როცა ის თანასოფლელებმა სცემეს. ბესო ჩუბინიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და თანასოფლელებს კი არ უნდა ეცემა, არამედ მის მშობლებს უნდა მიეღოთ თავის დროზე ზომები, რომ შვილი ასეთი არ ყოფილიყო.
,,საშინელებაა... სოფელმა კი არ უნდა სცემოს, უნდა სცემოს მამისმა და დედამისმა თავის დროზე. ალბათ საუბარია საჭირო ადამიანთან და თუ გადასაწყვეტია ის პრობლემა გადაწყვიტო და სოფელმა ცემოს და ქვები დაუშინოს, ეს არ შეიძლება, რომელ საუკუნეში ვართ?!“.
ბესო ჩუბინიძის ამ ფრაზამ მერსი სულხანიშვილის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც ჩუბინიძეს მიმართა: ,,მამამ რომ შვილი ცემოს, რომელი საუკუნეა მაშინ?!“
,,თუ საჭიროა, ტრაკზე უნდა წამოარტყას და როგორ... ამას მამაშენი რომ ვიყო გეტყოდი, საბედნიეროდ მამაშენი არ ვარ“
,,მე ასმაგად ბედნიერი ვარ რომ მამაჩემი არ ხართ“ - მიმართა სულხანიშვილმა.
,,ცემა რა არის იცი, აქ რომ გაგიფინო“ - უპასუხა ჩუბინიძემ.
,,კაცი რომ იყო მაგას მეტყოდი ქალს, რომ გაგიფენო?“ - აღშფოთდა მერსი.
,,რას ნიშნავს და როცა დრო იყო მამამისს უნდა წამოერტყა კარგად რომ ეგეთი არ ყოფილიყო... თუ ავადმყოფია უნდა მიხედონ მაშინ... ჩემთვის ეს ავადმყოფობაა“ - მიუგო ბესო ჩუბინიძემ მერსი სულხანიშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






