„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისელებს ახალ უფასო სერვისს სთავაზობს
საზოგადოება - 11:25, 06 Mar, 2015     1466
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ახალი სერვისი მოქმედებს, რაც თბილისელი აბონენტების ინდივიდუალურად ინფორმირებას ითვალისწინებს. ნებისმიერ აბონენტს შეუძლია წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, SMS-შეტყობინების სახით, წინასწარ მიიღოს. კომპანია რეკომენდაციით მიმართავს თბილისელებს, ისარგებლონ ამ უფასო და კომფორტული სერვისით და SMS-შეტყობინების მისაღებად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ.

დღეისათვის, მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა-აღდგენის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას უკვე კომპანიის 120 000-მდე აბონენტი იღებს. SMS-შეტყობინების მისაღებად, თბილისელები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდს უნდა ეწვიონ და რეგისტრაციის გასავლელად მიჰყვნენ ბმულს:

http://mygwp.ge/Public/InfoRegistration/InfoRegistration.aspx

რაც შეეხება იმ თბილისელ აბონენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ისინი რეგისტრაციის გავლას კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებში შეძლებენ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ კიდევ ერთი სიახლეა დანერგილი. აბონენტებთან პირდაპირი კავშირისთვის კომპანიის ვებგვერდზე მოქმედებს ონლაინ-ჩეთი. ცხელი ხაზის მსგავსად, თბილისელ მომხმარებლებს ონლაინ-ჩეთის ოპერატორებიც ინტერაქტიურ რეჟიმში უწევენ მომსახურებას.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42