,,მოგესალმებით, ვწუხვართ, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს პირველი განცხადების გაკეთება ამ თემაზე გვიხდება. საზოგადოებას გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების გახლავთ აპარტიული ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა სამოქალაქო პროცესებში, რათა ერთად მივიდეთ იმ შედეგებამდე, რასაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია.
ჩვენდა სამწუხაროდ, მედია საშუალებების მხრიდან, ხშირად ადგილი აქვს აშკარა ტენდენციურობას, რომელიც ღიად ატარებს საფრთხის შემცველ ელემენტებს. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ახალგაზრდობის ყველაზე აქტიური ნაწილის დაყოფა - მისაღებებად და მიუღებლებად.
მივმართავთ ქართული მედიის წარმომადგენლებს სიფრთხილით მოეკიდნონ მომავალში ისეთი ტიპის შეფასებებს, რომელიც შეურაცმყოფელია ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობისთვის. თაობისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს“- ნათქვამია ,,საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






