ხმაურის გამო დღის საათებში 150, ხოლო ღამით 300 ლარით დაჯარიმდებიან
საზოგადოება - 20:55, 05 Mar, 2015     6009

კომისიის სხდომაზე დეპუატებმა საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების თაობაზე იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კომისიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ დეპუტატებსა და მოწცვეულ სტუმრებს კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი გააცნო, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები დეტალურად იყო წარმოდგენილი.

თედო კობახიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ კანონპროექტის შემუშავება, მოსახლეობაში ხმაურის საფუძველზე გამოწვეული მძიმე მდგომარეობის დარეგულირებამ გამოიწვია და მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ისეთი სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას წარმოადგენს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

მისივე თქმით, ხმაური, რომლის დონეც დადგენილ ნორმატივებს აღემატება და შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე, გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას დღის საათებში 150, ხოლო ღამით 300 ლარით. იურიდიული პირებისათვის კი საჯარიმო სანქციები დღის საათებში 500, ღამის საათებში კი 1000 ლარით განისაზღვრება.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას, იმავე მუხლით გათვალისწინებული სახდელი ზომის ორმაგი ოდენობით.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება განსახილველად და ძალაში 2015 წლის ოქტომბრიდან შევა.

კომისიის სხდომას, დედაქალაქის მაცხოვრებლების გარდა, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, გარემოს დაცვისა და რეგონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შსს სსიპ „112“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42