„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული კლიენტები ხვალ აქციას გამართავენ
საზოგადოება - 20:35, 05 Mar, 2015     1323

კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული კლიენტები მთავრობის კანცელარიასთან ხვალ აქციას გამართავენ.

როგორც აქციის ორგანიზტორები ამბობენ, კომპანიის წარმომადგენლები დღემდე აგრძელებენ დაზარალებულების, სასამართლოსა და პროკურატურის თაღლითური გზით მოტყუებას.

მათი ინფორმაციით, „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობა სხვადასხვა თაღლითური ხერხებით აიძულებენ დაზარალებულებს ახალ-ახალ კონტრაქტებზე ხელმოწერას, ხოლო სასამართლოში აცხადებენ, რომ მათ მიერ ხდება დაზარალებულების ეტაპობრივად დაკმაყოფილება.

აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ პრემიერი-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის და თბილისის პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის მიმართ.

„1.დაიწყოს გამოძიება ყველა ობიექტზე (დაკიდებული ბაღები, დიდი დიღმის ოაზისის მე-14 კორმუსი და სხვა). 2. გასაჯაროვდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალები, რომლებიც შეეხება ცენტრ პოინტის და დექსუსის მიმართ არსებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეს. 3. არ იქნას გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან. 4. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს სასამართლოზე შუამდგომლობის დაყენება, რათა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება გადაცემული იქნას დაზარალებულთა ამხანაგობებზე. 5. დადგეს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი. დამფუძნებლებთან ერთად სწორედ ისინი ახდენდნენ და ახდენენ დაზარალებულების შეცდომაში შეყვანას ცრუ დაპირებების მიცემის გზით. გამოძიებული და გადამოწმებული იქნას მათი პირადი ქონება, რადგანაც მათ სახელზე მოხდა და ხდება კომპანიის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაფორმება და გადამალვა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42