აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია დასრულდა
საზოგადოება - 18:07, 05 Mar, 2015     1389
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი - საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულების აღსანიშნავად, მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-აბაშის“ 700მმ დიამეტრის 47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდ და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს.

ვიცე-პრემიერი/ენერეგტიკის მინისტრი კახა კალაძე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

‘“ჩვენ შევიკრიბეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ექსპანსია/გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხელს უწყობს უსაფრთხო ენერგო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავისმხრივ მთელს დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს სტაბილური ბუნებრივი გაზით. ახალი მილსადენი აგრეთვე გაზრდის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობას“ პროექტის დაფინანსება საკმაოდ მოცულობითია და ის თანხობრივად 62 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველო გადის განვითარების ურთულეს ფაზებს, ეკონომიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა თუ ჯანდაცვა ითხოვს განახლებას, თანამედროვე სტანდარტებზე ადაპტირებას და ქვეყანაში სტაბილური ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას. აშშ-ის მთავრობის ინიციატივით „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ“ (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ე.წ. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” ფარგლებში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზანდ ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყო გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი” 2014 წლის ბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ განხორციელდა 150კმ-მდე სიგრძის 700მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა. კერძოდ, აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ დიამეტრის მილსადენები 700მმ დიამეტრის მილსადენებით ჩანაცვლდა და ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის, საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაცული ზონის გაზმომარაგების გაზრდას. აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42