ტელეკომპანია "მაესტრო" განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:25, 05 Mar, 2015     2251

ტელეკომპანია "მაესტრო" ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს გმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს.

"მაესტრო" მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა, გახდეს თითოეული და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ, ტელეკომპანია "მაესტრო" არ დაუთმობს ეთერს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს და უარს ამბობს გააშუქოს მათი აქტივობა, ვიდრე: 1. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე. 2. აქციის ოგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო. 3. ვიდრე, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს არ აუნაზღაურებენ მატერიალურ ზარალს. 4. ვიდრე, ინციდენტში მონაწილე პირები არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად. "მაესტრო" აფიქსირებს რომ იგივე პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის მიმართ, თუ ადგილი ექნება ანალოგიურ ინციდენტებს. ვარდების მოედანზე აქცია "შემოულაწუნეს" მსვლელობისას, მონაწილეების მხრიდან მოხდა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმა. ფოტორეპორტიორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა მისი კუთვნილი ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი გედენიძეს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა. ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით შსს-მ ერთი ადამიანია დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42