ვიზიტი ფსიქოლოგთან და ოჯახური პრობლემების გაზიარება... ქალები, რომლებიც ქმრებზე ბრაზობენ და გადაწყვეტენ, რომ ერთი დღე მაინც მიუძღვნან საკუთარ თავს... სახალისო ფილმი ბევრი საინტერესო დეტალითა და მაყურებლისთვის საყვარელი გმირებით.
მთავარ როლებში შორენა ბეგაშვილს, ნუკი კოშკელიშვილსა და ნათია წიწილაშვილს ვიხილავთ. კოტე თოლორდავა, პაატა გულიაშვილი და დათო დარჩია კი მათ მეუღლეებს თამაშობენ. ფილმის „3+3” გადაღებები უკვე დაიწყო.
ფილმში ასევე მონაწილეობენ: ზურა ყიფშიძე, კახი კავსაძე, ონისე ონიანი და რუსი იუმორისტი ალექსანდრ რევა. რომელიც ფსიქოლოგს განასახიერებს.
ფილმს, რომლის რეჟისორიც გიორგი კიკალეიშვილია, ქართველი მაყურებელი 12 მარტს კინოთეატრ ”ამირანში” იხილავს. შემდეგ კი ფილმის ნახვა მსურველებს კინოთეატრებში ”ამირანში”, ”რუსთაველსა” და ”აპოლოში” შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები






