თბილისის მთავრობის სხდომაზე სასწრაფო დახმარების გენერალური რეორგანიზაციის გეგმა განიხილეს
საზოგადოება - 18:32, 04 Mar, 2015     1497
თბილისის მთავრობის სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში არსებული ვითარება შეისწავლა და სამსახურის ეფექტიანობის გასაზრდელად საინტერესო კონცეფცია წარმოადგინა. მისი თქმით, გადაიხედება არსებული და ჩამოყალიბდება ახალი, ქმედითი და ეფექტიანი სტრუქტურა; ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქვეფილიალები, გადამზადდება პერსონალი, განახლდება სამედიცინო და სხვა აპარატურა, ინვენტარი, მანქანები, გამკაცრდება კონტროლი როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის და მენეჯმენტის მიმართულებით და სხვა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თემურ ბარკალაია გამოძახების ოპერატიულობასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად პრობლემებს შორის ასახელებს ზარის განხორციელებისას პრიორიტეტების არასწორ მინიჭებას, არამიზნობრივ გამოძახებებს, არაკეთილსინდისიერ მძღოლებს, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ბრიგადებს გზას არ უთმობენ, მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას, თბილისის მოსახლეობის ზრდას, მისამართების უზუსტობას, კლინიკებთან და სხვა სტრუქტურებთან რთულ კომუნიკაციას და სხვა.

თემურ ბარკალაიას თქმით, უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და თბილისის საპატრულო პოლიციასთან, ასევე სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელებთან. მისივე თქმით, არსებული ფილიალების ოპტიმიზაციისა და ახალი ქვეფილიალების დამატების მიზნით, მუშავდება თბილისის ახალი სამედიცინო-გეოგრაფიული რუკა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არსებული საკითხების შესწავლა და მოგვარება თბილისის მერმა ცენტრის ახალ ხელმძღვანელობას ორი კვირის წინ დაავალა.




ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42