საპატრიარქო გიული ალასანიას ილია II-სთან ვიზიტს ადასტურებს
საზოგადოება - 15:47, 04 Mar, 2015     8957

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქოს გიული ალასანიას პატრიარქთან ვიზიტს ადასტურებს.

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,“ რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეის-ბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების ,,სიმართლე,“ მისი კი, - არა.“- ნათქვამია საპატრიარქოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ სოციალურ ქსელსში აქტიურად წერდნენ იმაზე რომ პატრიარქმა თავისთან დაიბარა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და მას სთხოვა, გადაეცა შვილისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოს. ინფორმაციას ადასტურებს ,,ფესიბუქის“ მომხმარებელი ნანა დურგლიშვილი, რომელიც ამ შეხვედრის დეტალებზე წერს.

,,კი დავწერე რამოდენიმე ადგილას კომენტარში, მაგრამ რადგან უამრავ ადამიანს აინტერესებს ეს ფაქტი რამდენად მართალია გადავწყვიტე ,რომ სტატუსად გამომეტანა, შეგიძლიათ გაავრცელოთ .

ვხედავ დიდი ბჭობა მიდის თემაზე , მართალია თუ არა ინფო იმის შესახებ ,რომ პატრიარქმა გიული ( მიშას დედა ) დაიბარა და სთხოვა მიშასთვის გადაეცა, რომ სასწრაფოდ დაბრუნდეს და მიხედოს ქვეყანას. , ეს არის სიმართლე ,ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, მიიღო თავის საძინებელში, სადაც ესაუბრა და სთხოვა , რომ მიშასთვის გადაეცა დანაბარები, მერე გამოაცილა ყველას დასანახად. რამოდენიმე მეგობრის კედელზე წავაწყდი ამ თემაზე კამათს და მსჯელობას, ეს მოხდა თუ არ მოხდა . მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა , ეს ამბავი მართალია !“ - წერს ნანა დურგლიშვილი.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42