Gulf Georgia-ს მხარდაჭერა "პირველი ნაბიჯის" ცენტრს და შშმ ბენეფიციალებს
საზოგადოება - 13:41, 04 Mar, 2015     1448
დედის დღის დღესასწაულთან დაკავშირებით „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრს ნავთობკომპანია Gulf Georgia ეწვია, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს “პირველ ნაბიჯს“ და მის ბენეფიციარებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

ამჯერად კომპანია გალფის მხარდაჭერა გამოიხატება დღის ცენტრისათვის, ისეთი საჭირო ნივთების შეძენაში როგორიცაა - ტელევიზორი და დი-ვი-დი, რაც პედაგოგებს ესაჭიროებათ სპეციალური, განმავითარებელი ვიდეოგაკვეთილების წარმართვისათვის. აგრეთვე, კომპანია გალფი „ხელოვნების წრეს“ გადასცემს სხვადასხვა ტიპის სახატავ და საძერწ მასალებს, რომელიც დიდი რაოდენობით ესაჭიროებათ ბავშვებს. ხელოვნების წრის ფარგლებში ორგანიზაციის ბენეფიციარები სწავლობენ ფუნჯებისა და სხვადასხვა მასალების გამოყენებას, ხატვას, ძერწვას, ამზადებენ მისალოც კორპორატიულ ბარათებს, ქმნიან ნამუშევრებს გამოფენა-გაყიდვებისთვის და ა.შ. ხელოვნების წრე ბავშვებს უვითარებს ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის კულტურას, აგრეთვე შემოქმედებით და ფანტაზიის უნარებს.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ - არის არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 1998 წელს დააფუძნა ჯეინ ქორბოიმ და ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. ორგანიზაცია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს, აწვდის მათ სხვადასხვა მომსახურებას და ზრუნავს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე. თავისი არსებობის 16 წლის მანძილზე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და შეძლო განათლების სისტემაში ჩართვა და სოციალური ინტეგრაცია. ამჟამად ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და ოჯახის მხარდამჭერ პროგრამებს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 350-ზე მეტი ბავშვისთვის. გვაქვს დღის ცენტრი თბილისში 50 ბავშვზე გათვლილი, ვახორციელებთ შინ მოვლისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამას.





ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42