„ეს წიგნი ახდენს ბავშვების პროვოცირებას გარყვნილებებზე“
საზოგადოება - 14:06, 04 Mar, 2015     10101

მე-3 კლასელი მარიამის დედამ, ახალგაზრდა ქალბატონმა ქეთიმ, ბავშვებისათვის გამოცემული წიგნი „მაჩვენე როგორ” მოგვიტანა და ასეთი ამბავი გვიამბო:

_ რამდენიმე დღით მარიამი დედაჩემთან დარჩა და იქიდან დადიოდა სკოლაში. სისტემატიურად ვრეკავდი და ბავშვს ვკითხულობდი.

დედა მეუბნებოდა, რომ ძალინ ჭკვიანად იქცეოდა და კომპიუტერისკენ არც იხედებოდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. დედაჩემმა ამიხსნა, რომ მარიამს თანაკლასელმა ათხოვა საინტერესო წიგნი და თავისუფალ დროს სულ მას კითხულობსო. ჩემს შვილს კითხვა არ უყვარს მეთქი ვერ ვიტყოდი, თუმცა კომპიუტერი ბევრად ურჩევნია და მას მეტ დროსაც უთმობს. მარიამი სახლში რომ მოვიყვანე, ამ წიგნით დავინტერესდი.

.

-წიგნი დასურათებულია და შიგნითაც ბევრ საინტერესო რჩევას ამოიკითხავთ, მაგალითად, როგორ მოვამზადოთ ჩაი, კოქტეილები. როგორ უნდა დავალაგოთ ოთახი, რა ფორმით გადავაქციოთ ძველი კომპიუტერი აკვარიუმად, რა მეთოდებით გავამრავლოთ მცენარეები და ა.შ. სარჩევში ასეთ თავებსაც მივაგენი : „სიყვარული”, “დაუვიწყარი პირველი კოცნა”, სადაც ბავშვებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ კოცნის დროს.: როგორ გადაწიონ თავი, დახუჭონ თვალები , გადაიწიონ თმა, კოცნაში ხელი რომ არ შეუშალოს, ტუჩებით შეხების შემდეგ როგორ უნდა ჩართონ ხელები და ასე შემდეგ.. ტექსტი ლამაზად, ფერადად არის დასურათებული.


_ „შეკავშირდით იოგას მეთოდით” და ფოტოზე ნაჩვენებია, იოგა, დუეტში, პოზები და ა.შ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. არც მე ვარ ბებერი. მარიამის ასაკში მეც ცოტა ხნის წინ ვიყავი და უცხოეთში ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად, თუმცა განათლება ასეთი წიგნებით ნამდვილად არ მიმიღია და არაფერი არც დამკლებია.

.

მოკლედ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ასეთ გამოცემებს,თუმცა ვერავის აუკრძალავ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ თუკი რომელიმე მშობელი თვლის, რომ მის შვილს ეს სჭირდება, შეინახოს სახლში და სკოლაში ნუ გამოატანს. ბავშვი ამას ნორმად მიიღებს. რადგან წიგნში წერია, იგი ჩათვლის, რომ ნორმალურია და სავალდებულოც. იქ კიდევ ისეთი რამეები წერია…

_ კიდევ რა წერია?

_ მაგალითად ამ წიგნში წაიკითხავთ, რომ ბავშვი დისკოტეკაზე უნდა წავიდეს ღამის 12 საათზე და დილის 4 საათზე იქიდან გამარჯვებული გამოვა, თუ იმ წესებს შეასრულებს რაც ამ წიგნის საშუალებით ვიღაც უპასუხისმგებლო ავტორები და გამომცემელი აწვდიან.

.

-მარიამი 8 წლისაა, მაგრამ თუნდაც 17-ის იყოს, რა მნიშვნელობა აქვს?! ჩემი უმცროსი და 17 წლისაა და არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ წიგნის წესებით იცხოვროს. ნახეთ ეს გვერდი „როგორ მოიქცე კინოში”. და მივხდებით, რომ მათი რჩევით კინოში ფილმის საყურებლად კი არ უნდა შეხვიდე, არამედ ვიღაცას ფეხები უნდა უხახუნო.


-კიდევ ბევრ „მარგალიტს“ ნახავთ წიგნში : „მოეფერე შენს რჩეულს და დაუმუშავე ფეხის გულები” , „მოუარე ნასვამ სტუმარს” (ნახატებზე ნასვამი სტუმარი გოგოა). ცხადია, რომ აქ არის შეფარული პროპაგანდა, რათა გადაქანებული და გახეთქილი ნასვამი ქალი ბავშვისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. საერთოდ ეს წიგნი ახდენს ბავშვების პროვოცირებას გარყვნილებებზე. ჩვენც ვიყავით მოზარდები, მაგრამ ამის გარეშე მოვახერხეთ ოჯახის შექმნა და ცხოვრება. გვაცადონ რა ბავშვების აღზრდა. არ მინდა ამ სულით ავადმყოფების კარნახით ისწავლონ ჩემმა შვილებმა რაღაცეები.

.

.

_ ეს წიგნი ვინც ათხოვა თქვენს შვილს, მის მშობელს არ გადაუკითხავს? ის თვლის, რომ ბავშვისთვის ასეთი ლიტერატურა საჭიროა?

_ არ ვიცი მისი მშობელი რას და როგორ თვლის. ის ვიცი მხოლოდ, რომ გოგონა რომელმაც ეს წიგნი სკოლაში მოიტანა, კლასში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია სწავლის მხრივ. როცა ვკითხე ვინ მოგცა წიგნი მეთქი ,მიპასუხა, დედამ მიყიდაო. არ გამოვრიცხავ, რომ დედამისმა არ იცოდა შიგ რა ეწერა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ქალმა და დედამ შვილს ასეთი წიგნი შეგნებულად წააკითხოს.

8 წლის მარიამსაც გაევსაუბრეთ:

_ მარიამ რამ დაგაინტერესა ამ წიგნში. დედამ გვითხრა, რომ დიდი ინტერესით კითხულობდი.

_ საინტერესო წიგნია. მაგალითად მომეწონა როგორ უნდა გააკეთო საფულე ბანქოთი, როგორ უნდა მოამზადო საჭმელი, ორსართულიანი ლოგინი და სხვ.

_ კიდევ რა წიგნები გაქვს წაკითხული?

_ ჰარი პოტერი, „პეპი გრძელი წინდა“, „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“, „ჩიპოლინო“, „ყაჩაღის ასული რონია“.

_ წიგნი, რომელიც „ასეთ“ რჩევებს გაძლევს პირველად წაიკითხე?

_ არა, შარშან ჩემმა კლასელმა ბიჭმა მოიტანა რაღაც წიგნი სკოლაში და გვაკითხებდა ბავშვებს.

_ რა ეწერა იმ წიგნში?

_ იქაც რჩევები იყო. მაგალითად, ბიჭებს აძლევენ რჩევებს, როგორ „შეაბან“ გოგონები, ოღონდ „შეაბას” მაგივრად „დაკერო” ეწერა:” როგორ დაკერო გოგონა და როგორ უნდა აკოცო” …

_ შენ მოგწონს ასეთი წიგნები?

_ კი, საინტერესოა, თუმცა მაინც ვერ გავიგე, რა საჭიროა.. არ მომწონს როცა რჩევებს მაძლევენ როგორ მოვიქცე. თვითონაც კარგად მივხედავ თავს.


წყარო: http://www.postalioni.com/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42