როგორც ,,სოკარის“ წარმომადგენლობაში აცხადებენ, იტალიური კომპანია ,,FORNOVO GAS“ უკვე ნახევარი საუკენეა ფუნქციონირებს და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მსოფლიო მასშტაბით გაზის კომპრესორების წარმოების სფეროში. მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ავტოგაზგასამართ სადგურებზე.
ამ იტალიური ბრენდის უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული საკომპრესორო დანადგარებით აღჭურვილია კომპანია ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ქსელის რამდენიმე გაზგასამართი სადგური საქართველოში, რომელთაგანაც ერთ-ერთმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. კერძოდ, “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ”-ის მფლობელობაში არსებულ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის ქვემოთ) მდებარე სადგურს, გადაეცა სპეციალური სიგელი, როგორც საუკეთესო გაზგასამართი სადგური იმ სადგურებს შორის, სადაც განლაგებულია ,,FORNOVO GAS“–ის კომპრესორები.

მასალის გამოყენების პირობები






