ნიმუშები ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.
შპს „თანერის“ შეფუთული პელმენის ეტიკეტზე შენახვის პირობების გარდა, მითითებული არ იყო არცერთი სავალდებულო ინფორმაცია, (პროდუქტის გამოშვების თარიღი, ინგრედიენტების ჩამონათვალი, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებლის დასახელება, პარტია) რაც ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევაა.
ლაბორატორიული ანალიზის შედეგების თანახმად, „დაფნესა“ და „სამების პელმენის“ როგორც შეფუთულ, ისე ასაწონ ნიმუშებში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, რაც საქართველოში მოქმედი სანიტარული ნორმების დარღვევაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოძველებული სანიტარული ნორმები მოქმედებს, რომელთა მიხედვითაც ყველა მიკრობიოლოგიური მოთხოვნა თანაბარზომიერია და ნებისმიერი მათგანის დარღვევა დაუშვებელია. მაშინ, როდესაც ევროკავშირში მოქმედი ნორმებით, რიგი ბაქტერიების არსებობა სურსათში დაიშვება, მაგრამ დადგენილია რაოდენობრივი ზღვარი.
საქართველოში ლაბორატორიები მოქმედი ნორმების მიხედვით აწარმოებენ ანალიზებს. შესაბამისად, ზემოთ ნახსენები პელმენების შემოწმების შედეგი იმაზე მიუთითებს, რომ სურსათის წარმოებისას ჰიგიენა სათანადოდ დაცული არ იყო, თუმცა პროდუქტი შესაძლოა, მავნე მაინც არ იყოს.
დარღვევის შესახებ ეცნობა მწარმოებლებს, მაღაზიის მფლობელებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს.
წყარო: mkidveli.ge


მასალის გამოყენების პირობები






