პროდუქტები, რომელზეც ფასებმა მოიმატა - საქსტატის ოფიციალური ინფორმაცია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:48, 04 Mar, 2015     1713

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფასების მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საქსტატის ინფორმაციაშია ნათქვამი, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (2,4 პროცენტი). ფასები გაიზარდა ასევე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0,3 პროცენტი);

ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2,4-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4,3 პროცენტი).

თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.1% შეადგინდა და მის ფორმირებაზე მოცემულ პერიოდში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სწორედ ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (11,1 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (4,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5,2 პროცენტი).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,60 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,2 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-6,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (10,6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 7,8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,94 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-12,9 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (10,1 პროცენტი).


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42