როგორც რუსუდან ბოჭორიშვილმა ,,ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ დღეებში მან პირველად ნახა ნიკას ასეთი გახარებული სახე, ,,რამდენიმე დღის წინ GDS-მა მომაზადა სიუჟეტი და ვერ წარმოდგენთ როგორი ბედნიერი და გახარებული იყო. კადრიდან ამოღებული ნიკას გახარებული ფოტო სულ მაქვს ეკრანზე გახსნილი და ვუყურებ. იმედი მიეცა, როცა ნახა, რომ ამდენი ადამიანია მის გვერდით. ერთია, რომ მისი მეგობრები უდგანან გვერდში, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, ახალგაზრდები, ვინც არც კი იცნობდა ნიკას პირადად. უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი. ჯანმრთელობის მხრივ, ვითრება მართლაც საგანგაშოა, სასწრაფო არის ოპერაცია გასაკეთებელი. თუმცა მჯერა, რომ ასეთი თანადგომით შევძლებ მისთვის ოპერაციის გაკეთებას და ნიკა კარგად იქნება. ამის რწმენა და იმედი რომ არ მქონდეს, დედისთვის როგორი გასაძლებია შვილის ამ მდგომარეობის ყურება?“ - აცხადებს ნიკას დედა.
რუსუდან ბოჭორიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინიტრო განიხილავს ნიკასთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხს, მათ შორის თბილისის მერია და იმედოვნებს, რომ ისევე როგორც საზოგადოება, ხელისუფლებაც გვერდში დაუდგება მის ოჯახს. 12 მარტს დაგეგმილი საქცველმოქმედო აქციის წინ, ნიკას დედას თხოვნა აქვს საზოგადოებასთან, რომ დაესწრონ საღამოს, არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერისთვის, არამედ, როგორც ქალბატონი რუსუდანი აღნიშნავს, ეს იქნება ძალიან კარგი კონცერტი და მისი სრუვილია, რომ არამხოლოდ ბილეთი შეიძინონ, რომელიც 10 ლარი ღირს, არამედ დაესწრონ და ყველამ მიიღოს სიამოვნება ამ არაჩვეულებივ საღამოზე.
,,ამხელა თანადგომის გარეშე, ჩვენ მართლაც ვერ შევძლებდით ამ თანხის მოგროვებას, ამასთან ერთად, ეს არის მორალური დახმარება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, მოვიდნენ სპორტის სასახლეში 12 მარტს 20.00 საათზე. არ მინდა მხოლოდ ბილეთი შეიძინონ და არ მოვიდნენ დასასწრებად. უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ კონცერტის ჩატარებაში და გპირდებით, რომ კეთილ საქმესთან ერთად არაჩვეულებრივ საღამოს დაესწრებით“ - აცხადებს რუსუდან ბოჭორიშვილი.
როგორც ნიკას დედისგან შევიტყვეთ, მათ ფინანსური დახმარება გაუწია ისეთმა ადამიანებმაც, რომელთა ვინაობაც არ იცის, ,,ამასწინათ გამოგვიგზავნეს საკმაოდ სოლიდური თანხა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვეხვეწე, რომ ვინაობა ეთქვათ და არ თქვეს. ღმერთი უშველის ყველას და მინდა, რომ ყველა დედას შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი ჰყავდეს. მტერს არ ვუსურვებ შვილის ამ მდგომარეობაში ყურებას“.
მადლიერების გამოსახატავად, ქალბატონი რუსუდანის სურვილია, რომ ამ აღდგომის მარხვის პერიოდში, ტაძარში სამადლობელი და ჯანმრთელობის პარაკლისი იქნას გადახდილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ნიკა ნატროშვილს ფიანსურად თუ მორალურად გვერდში დაუდგა. ,,მე არც კი ვიცი როგორ გადავუხარო ყველა ამ ადამიანს მადლობა, არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს და ამიტომ ვთოხვე ჩემს მოძღვარს, ადრეც მინდოდა ამის გაკეთება, თუმცა მაშინ ნიკას მდგომარობის დამძმების გამო, ვერ მოვახერხე. არ მინდა ამერიკაში ოპერაციისთვის ისე წავიდეთ, რომ ეს არ გავაკეთო. აუცილებლად ტაძარში ყველა ამ ადამიანის სახელზე მინდა, რომ მადლიერების და ჯანმრთელობის პარაკლისი გადავიხადოთ“ - განაცხადა რუსუდან ბოჭორიშვილმა.
,,ნიუპოსტის“ რედაქცია, თავის მხრივ, მიმართავს ხელისუფლებას, თბილისი მერიას, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ბიზნესსექტორს, გვერდში დავუდგეთ ქალბატონ რუსუდანს ნიკუშას გადასარჩენად.
ნიკუშას გადასარჩენად!
სპორტის სასახლეში, 12 მარტს, 20.00 საათზე საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (აუთსაიდერი), გიო ხუციშვილი , დათო ხუჯაძე, ნიკოლშოუ, 33ა, ჯგუფი ლენდი და ქუჩის ბიჭები, loudspeakers, Shaly, ოთიკო ანდრიაძე თავის ბენდთან ერთად და ბაკურ ბურდული და ბევრი სხვა მომღერალი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge -ზე . 7-8 მარტიდან კი სპორტის სასახლის სალაროებშიც გაიყიდება.
ნიკუშა ნატროშვილის დახმარების მსურველებისთვის :
საბანკო ანგარიშები:
GE65PC0483600400001007 GEL ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი
GE65PC0483600400001007 USD ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი
Swift MIBGGE22
საქველმოქმედო საიტი, სადაც შეგიძლიათ, თნხის ჩარიცხვა ბარათიდან: http://www.gofundme.com/iwcd0g

მასალის გამოყენების პირობები






