კვირის რომელ დღეს არ ვარგა გრძნობების აფიშირება და ზედმეტი ლაპარაკი
საზოგადოება - 18:56, 03 Mar, 2015     11247

კვირის თითოეულ დღეს თავისი „ხასიათი” და ენერგეტიკა აქვს. ანუ, ასტროლოგიურად, შვიდივე დღეს თავისი დატვირთვა გააჩნია. თუ გეცოდინებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კონკრეტულ დღეს, რა გააკეთოთ თამამად და რას მოერიდოთ, ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ საქმეს და წარმატებასაც იოლად მიაღწევთ.

ორშაბათი კარგი დროა ყველა იმ საქმის გასაკეთებლად, რაც წყალს უკავშირდება, მაგალითად, სახლის ძირფესვიანად დალაგება. ამ დღეს, ასევე, შეგიძლიათ, მოინახულოთ ახლო ნათესავები და დაიტვირთოთ მათგან დადებითი ემოციებითა და ენერგეტიკით. შესაძლოა, ორშაბათს განმარტოებამ ცუდი შედეგი გამოიღოს – სევდა შემოგაწვეთ და ტირილამდეც კი მიხვიდეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ და არ შეარცხვინოთ ისინი. ამ დღეს ნერვიულობა კატეგორიულად იკრძალება.

სამშაბათი მარსის დღედაა მიჩნეული. იგრძნობა ძალის მოზღვავება. ამ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით იმ საქმეს, რომელსაც აქამდე ვერ ჰკიდებდით ხელს. გეკრძალებათ სიზარმაცე. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ადვილად აიყოლიებთ ტკბილი სიტყვით და თქვენს სასარგებლოდ მომართავთ. თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, ამისთვის სამშაბათი საუკეთესო დროა, ოღონდ, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ამ დღეს იმატებს გაღიზიანება. ამიტომ, უმჯობესია, თუ საღამოს საათებს ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას მოახმართ.

ოთხშაბათი მერკურის დღეა და საუკეთესოა ურთიერთობებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ამ დღეს ახლობლებთან „მსუბუქად“ წაჭორავება სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, რადგან, დიდი შანსია, მოტყუვდეთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით. ოთხშაბათს არავითარ შემთხვევაში არ დაარიგოთ ბავშვს ჭკუა, რადგან ის ამას ვერ შეისმენს. პირიქით, გაღიზიანდება და პროტესტს აგრესიით გამოხატავს. ოთხშაბათი საუკეთესოა ოჯახის წევრებთან ერთად სამხიარულოდ.

ხუთშაბათი იუპიტერის დღეა. კარგი დროა მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. არ გირჩევთ მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს. სასურველია ბავშვებთან სერიოზულ თემებზე საუბარი. დასახეთ მათთან ერთად სამომავლო გეგმები. საყვარელი ადამიანი კი, ამ დღეს მეტად გულახდილი იქნება. საერთოდ, ხუთშაბათს, ეცადეთ, ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. გეკრძალებათ კამათიც, რადგან ის სერიოზულ სახეს მიიღებს და მომავალში დიდ ჩხუბსა და უთანხმოებაში გადაიზრდება. მაღალია წონაში მომატების ალბათობაც. ამიტომ, საკვები ზომიერად მიიღეთ.

პარასკევს ვენერა მართავს. ის სიყვარულისა და სილამაზის პლანეტადაა მიჩნეული. ამ დღეს ეცადეთ, სახლში სასიამოვნო გარემო შექმნათ. თუ საქმის კეთება გეზარებათ, სიზარმაცე გეპატიებათ. ეს დღე ყველაზე კარგია იმიჯის შესაცვლელად და რაიმე ახლის საყიდლად. პარასკევს, შეგიძლიათ, დაივიწყოთ ზედმეტი კალორიები და ჭამოთ ის, რაც გსიამოვნებთ. ნუ დაიტვირთებით საქმით და ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს. ეს დღე საუკეთესოა ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.

შაბათს სატურნი მართავს, რომელიც ზღუდავს ჩვენს სურვილებს და აბრკოლებს მათ ახდენას. არ გირჩევთ ამ დღეს გრძნობების აფიშირებას, ზედმეტ ლაპარაკს. ადვილად დაამარცხებთ მავნე ჩვევებს. შაბათს, შეგიძლიათ, მეუღლესა და შვილებს შეახსენოთ მოვალეობები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. კარგია სახლის დალაგება და საყიდლებზე სიარული. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება, მომავლის დაგეგმვა და ახალი მიზნების დასახვა.

კვირას არ დაიტვირთოთ სახლის საქმეებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარებთ. ასევე, შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, გაერთოთ და დახარჯოთ ფული თქვენთვის სასურველი ნივთების შესაძენად.


წყარო: http://tbiliselebi.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42