სატანისტი მოზარდები დუშეთში - ,,ამოყირავებული ჯვრები და ღამის რიტუალები“ - რას ამბობენ ადგილობრივები
საზოგადოება - 20:19, 02 Mar, 2015     11709
რა ხდება დუშეთში და ვინ არის ის 60-მდე მოზარდი, რომლებიც ადგილობრივების თქმით, ამოყირავებული ჯვრებით და ზედ ამოსვირინგებული წარწერით: ,,სიძულვილი“ დადიან.

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ახალგაზრდების უცნაური ცხოვრების შესახებ განცხადება დღეს პარტია ,,რეფორმატორების“ წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა ,,კვირას“ პრესკლუბში გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ დუშეთში მომხდარი ფაქტები მოსახლოების აღფოთების საგანად იქცა. როგორც ,,ნიუპოსტთან“ ნინო ჩარკვიანი აცხადებს, ამის შესახებ ადგილობრივების ნაწილი ღიად საუბრობს და დაინტერესებული არიან, რომ ფაქტი გამომჟღავნდეს, ხოლო ნაწილს ამაზე საუბრის ეშიანია, რომ მათ ზიანი არ მიადგეთ.

,,ნიუპოსტს“ წყარო დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ დუშეთში ნამდვილად არსებობს ე.წ. სექტანტების ჯგუფი. პიროვნებამ რომელმაც კონფიდენციალობის დავა ითხოვა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ მისი სურვილია, ფაქტი გამომჟღავნდეს და ,,დუშეთიდან მოაშორონ ეს ახალგაზრდები“.

,,რეფოტრმატორების“ წევრი ნინო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დუშეთში გარდაცვლილი ახალგაზრდები სატანისტურ სექტასთან იყვნენ კავშირში.

,,ორი დღის წინ დუშეთში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. მან კალიუმის ციანიდი დალია, რომელიც, როგორც დასტურდება, თბილისიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაუგზავნეს. გოგონას ქმედების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გაურკვეველი მიზეზით მისი 18 წლის შეყვარებულის გარდაცვალება გახდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ორივენი დუშეთში არსებულ სატანისტურ სექტასთან იყვნენ კავშირში. ამ სექტის წარმომადგენლები რიტუალებს ღამით დუშეთის სასაფლაოზე ატარებენ. აქამდე ისინი სასაფლაოზე ცხოველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა კი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და ამ სექტას უკვე მოზარდები ეწირებიან“,- აღნიშნა ჩარკვიანმა.“

ნინო ჩარკვიანი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე საქმის კურსშია პოლიციაც, რომელმაც გოგონას გარდაცვალების გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმე აღძრა და სოციალურ ქსელში სექტის საიდუმლო ჯგუფის ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

ჩარკვიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. ამასთან ერთად იგი საპატრიარქოსა და ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს სთხოვს დახმარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42