სასტუმრო InterContinental Tbilisi განთავსდება თბილისის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩის #14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში, საერთოფართით 27,000 კვ. მ. და 259 სასტუმრო ოთახით. სასტუმროში ასევე განთავსდება: აპარტამენტები, მათ შორის საპრეზიდენტო, დახურული და ღია აუზები, საერთაშორისო ბრენდის სპა, რესტორანი, ქლაბ ლაუნჯი, საბანკეტო სივრცე, საგამოფენო სივრცე და ოთხი საკონფერენციო დარბაზი. ინტერიერის დიზაინის შემუშავებაზე მუშაობს კომპანია Jestico + Whiles.
ხსენებული პროექტის საერთო ღირებულება 53 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მას Adjara Group Hospitality-სთან ერთად EBRD და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ. მიმდინარე ეტაპზე მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დასაქმდება 350-მდე თანამშრომელი. სასტუმრო InterContinental Tbilisi-ის გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ქვეყანაში პირველმა დაიწყო სასტუმროების სექტორის დაფინანსება. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასტუმროების სექტორზე გაცემული დაფინანსების პორტფელმა 132.1 მლნლარი შეადგინა.
Adjara Group Hospitality-ისაქართველოში ყველაზე დიდი, სწრაფად მზარდი კომპანიაა ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს: Holiday Inn Tbilisi, Rooms Tbilisiდა Rooms Kazbegi, ასევესამომავლო პროექტს Crowne Plazaბათუმში.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






