დავით ნარმანიამ გლდანში მშენებარე მიწისქვეშა ავტოსადგომი დაათვალიერა
საზოგადოება - 17:13, 02 Mar, 2015     2407
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ პარკირების მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოები და ახლად გახსნილი სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ დაათვალიერა.

ორდონიანი, 160 ავტომობილზე გათვლილი პარკირების ადგილის მოწყობას კომპანია „გლდანი მოლი“ 2015 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოფს. თბილისის მერის განცხადებით, პარკირების საკითხი მერიის ხელშეწყობით გადაწყდა და სექტემბრისთვის დასრულდება. კომპანია მის მოსაწყობად 1 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მეტროსადგურის მიმდებარედ უკვე გახსნილია სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ ოთხი სართული. “გლდანი მოლი” სრული დატვირთვით გახსნას, რაც სავაჭრო ცენტრის შვიდივე სართულის და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფუნქციონირების დაწყებას გულისხმობს, 2015 წლის სექტემბერში გეგმავს

კომპანიამ სამუშაოები ახმეტელის მეტროს მიმდებარედ 2012 წელს დაიწყო. ამ დრომდე პროექტში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობამ 10,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

პარკირების მოწყობის ვალდებულების შესრულებისა და შენობის ექსპლოატაციაში მისაღებად, კომპანიას ესაჭიროებოდა მუნიციპალიტეტის, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, თანხმობა.

მერიის შესაბამისი სამსახურების აქტიური მუშაობის შედეგად, მერიაში შექმნილი ქონების განკარგვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციით მიიღეს გადაწყვეტილება, განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთების გაერთიანება და შენობის დარეგისტრირება, ვალდებულების შესრულების შედეგად მიღებული აქტივები კი შეტანილ იქნა კომპანიის კაპიტალში, რის სანაცვლოდაც კომპანიას 2017 წლიდან მართვის საზღაური 50%-ით გაეზრდება;

ამჟამად “გლდანი მოლში” 56 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს. დასაქმებულია 371 ადამიანი. სავაჭრო ცენტრის სრული დატვირთვით გახსნის შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენობა 700-მდე გაიზრდება.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42