"2013-2014 წლებში თბილისის მერიამ სასტუმროს მომსახურებაზე მხოლოდ 178 ათასი ლარი დახარჯა"
საზოგადოება - 16:42, 02 Mar, 2015     1150
თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას პასუხობს, რომელიც მერიის მიერ სასტუმროს მომსახურებისთვისთვის 1.1 ილიონი ლარის დახარჯვას ეხება. გთავაზობთ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, თითქოსდა თბილისის მერიას 1.1. მილიონი ლარი სასტუმროს მომსახურებისთვის დაუხარჯავს.

სამწუხაროდ, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა არ არის კვალიფიციური, ვინაიდან მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამას და არა მერიის მიერ დედაქალაქის სტუმრებისთვის გაწეულ ხარჯს.

შშმ მოზარდების სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ბავშვები ბორჯომსა და ურეკში სარეაბილიტაციო კურსს გადიან. 2013-2014 წელს ამ პროგრამით ჯამში 6070-მა მოზარდმა ისარგებლა. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გამართლებული პროგრამაა, რომელიც შშმ მოზარდების მხარდასაჭერად ხორციელდება.

ორგანიზაცია საკუთარ კვლევაში საერთოდ არ საუბრობს ამ საკითხზე და საზოგადოებას აწვდის მცდარ ინფორმაციას მერიის მიერ „არაგონივრულად“ დახარჯულ თანხებზე.

რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ ჯამში სტუმრების სასტუმროს მომსახურებისთვის 178 ათასი ლარი დახარჯა.

თბილისის მერია მზად არის, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან და მიაწოდოს მათთვის საინტერესო ყველა სახის საჯარო ინფორმაცია, თუმცა, ამავდროულად, მოვუწოდებთ როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ისე ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და კვალიფიციურობა ამა თუ იმ საკითხის შესწავლისას."-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42