ადმინისტრაციულ ჯარიმაზე გამოცხადებული ამნისტია ამოქმედდა
საზოგადოება - 16:24, 02 Mar, 2015     2841

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ამნისტიას ითვალისწინებს უკვე ამოქმედდა. ამნისტიის კანონის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. საერთო ჯამში, სახელმწიფო სამართალდამრღვევებს მილიონ ორასი ათასამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

გამოცხადებული ამნისტიის შედეგად ჯარიმებისაგან 20850 პირი თავისუფლდება − ამჟამად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმოებაშია მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით 21000-ზე მეტი საქმე.

მნიშვნელოვანია, რომ იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. სახდელისაგან გათავისუფლება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან.

ავტობუსის ჯარიმებისგან შეჭირვებული მოსახლეობის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა 2014 წლის ზაფხულში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული მიმდინარე საქმეების ინვენტარიზაციის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღო. ინვენტარიზაციის ანგარიშში გამოჩნდა, რომ 21000 აღსასრულებელი საქმე საზოგადოების ყველაზე შეჭირვებულ ფენას ეხებოდა და სწორედ ავტობუსის ჯარიმებს უკავშირდებოდა. მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ჯარიმების აღსრულებაზე ამნისტია გამოცხადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა გაიზიარა პრემიერმა და მთავრობამ, მათ შორის, ფინანსურმა ბლოკმაც და გასულ წელს მთავრობის ინიციატივად დარეგისტრირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42