სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორებაზე უკვე ერთი თვეა საუბრობენ. ჭორებს საფუძველი გადაცემა ,,პროფილში“ დასმულ კითხვაზე სალომეს პასუხმა გაუმყარა. მაია ასათიანმა ჰკითხა, დაინგრა თუ არა მათი ოჯახი, მოცეკვავემ კი პასუხის გაცემა არ ისურვა. ,,ამაზე არანაირი კითხვა რა, საერთოდ,“ – თქვა სალომემ.
სალომე ჭაჭუას პრესასთან საუბარი არ სურს. მასთან შედარებით ლოიალური აღმოჩნდა გიორგი და კითხვას, ადასტურებს თუ არა გაყრის ამბავს, ასე უპასუხა: ,,ეგ, მოდი ვისაც როგორ უნდა, ისე გადაწყვიტოს. მე ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებ. ყველას სურვილს პატივი ვცეთ“. მსახიობი ამბობს, რომ შემართებითაა და საქმეზეა გადართული. იმ ბინას კი, რომელიც სალომესთან ერთად საცხოვრებლად იყიდა, ყიდის.
წყვილმა ჯვარი შარშან თებერვალში დაიწერა. მათი გაყრის მიზეზებზე ბევრი რამ ითქვა - ზოგი აბობს, გიორგისაც და სალომესაც მძიმე ხასიათი აქვს, ერთმანეთს ამიტომ ვერ შეეწყვნენო. თითქოს გიორგი სალომეს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა, სადღაც ისიც დაიწერა, გიორგიმ მექალთანეობას მიჰყო ხელი, სალომე კი სულ სტუდიაში იყოო. სიმართლე მხოლოდ მათ იციან.
ცოტა ხნის წინ პრესაში დაიწერა, რომ ''მარაო რუსთავი 2-'' ზე გადაცემა ,,ცეკვის გაკვეთილების“ დახურვის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ წყვილის დაშორება სახელდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






