ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი ბაქრაძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა სწორი და დროული ქმედებები განახორციელა. ბაქრაძე ასევე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადებითად არის შეფასებული.
„ჩვენ არაფერი დაგვიგვიანია და იმას რასაც ვაკეთებთ, სწორად გავაკეთებთ. ჩვენი ქმედებები დადებითად იყო შეფასებული, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ.
რეფინანსირების განაკვეთს ვცვლით იმისთვის, რომ პირველ რიგში, ინფლაციურ მოლოდინებზე გავლენა მოვახდინოთ. შესაბამისად, განაკვეთის ცვლილება გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე ახდენს. შესაბამისად, წინა პარასკევის პრესკონფენციას რომ დავუბრუნდე, ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, სწორი და დროული იყო,“ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა.
გიორგი ბაქრაძე აცხადებს, რომ უწყება შემდგომშიც იზრუნებს იმაზე, რომ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






