მაია სტეფნაძემ არჩილ ჭყოიძეს მის პოლიტიკურ მორალზე მიუთითა, კერძოდ ის, რომ ჭყოიძეს რუსეთი ოკუპანტად არ მიაჩნია და მისთვის ,,პუტინი გმირია“. მაია სტეფნაძემ ჭყოიძეს ზიუგანოვის მედალი და დუგინის იდეოლოგიის მიმდევრობა შეახსენა.
,,როდესაც თქვენ საუბრობთ ასეთი მენტორის ტონით, როცა საუბრობთ მაია ასათაინაზე, ნანუკა ჟორჟოლიანზე, გია ჯაჯანიძეზე... თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ერის მენტორის სახელით ილაპარაკოთ... მითუმეტეს, გია სურამელაშვილს, როცა თქვენ ასე სასტიკად მიმართეთ, ის 25 წელია მხოლოდ ართობს ერს, გია სურამელაშილსგან არავის უარყოფითი ემოცია არ ახსოვს, თქვენგან განსხვავებით... როცა თქვენ იმით ამაყობთ, რომ ჟირინოსკისგან გაქვთ სიგელი, ზიუგანოვი მედალი გაქვთ და იმით ამაყოფთ, რომ დუგინის მიმდევარი ბრძანდებით, მაპატიეთ მაგრამ თქვენი მოარალის ადამიანი არ ხართ იმის ღირსი, რომ ერიც 99%-ის სახელით მელაპარაკოთ... მე პრობლემად მიმაჩნია დუგინთან მეგობრობა...“ - მიმართა მაია სტეფნაძემ არჩილ ჭყოიძეს.
მასალის გამოყენების პირობები






