ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა
საზოგადოება - 14:41, 01 Mar, 2015     1261

ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, დავით აღმაშენებლის გამზირზე მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ მოეწყო. მარათონმა სტარტი N24 სკოლიდან აიღო და მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა.

მარათონში თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი რიმა ბერაძე მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 280 მოსწავლე.

მერის მოადილემ გიორგი სოლომონიამ რაიონის ახალგაზრდობას და მთელ საქართველოს გაზაფხულის დადგომა მიულოცა.

„მარათონი გაზაფხულის პირველი დღის დადგომას უკავშირდება. გვინდოდა, მოზარდთათვის, სწორედ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით მიგველოცა ეს დღე“,- განაცხადა გიორგი სოლომონიამ.

ჩუღურეთის გამგებელმა კი აღნიშნა, რომ მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ერთგვარ ტრადიციად უნდა იქცეს.

„გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ადამიანების განწყობაც ამაღლებულია, დღევანდელი მარათონით გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს თანაქალაქელებს, უბნელებს, რომ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მუდმივად ფორმაში და აიმაღლონ განწყობა“,- განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩუღურეთის გამგეობა მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42